2011 წლის განმავლობაში ,,კონსტანტას” აქტივები 77 პროცენტით გაიზარდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

ისრაელ პალესტინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო

ავტორი ირინა ცერცვაძე, ვაშინგტონი, ამერიკის ხმა

03/09/2010 12:39 (522 დღე 20:48 minutes ago)

პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებამდე ახლო აღმოსავლეთის 4 ქვეყნის ლიდერთან შეხვედრა ბარაკ ობამა მ  მშვიდობაზე საუბრით დაიწყო.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

“შეგვწევს სიბრძნე და გამბედაობა რომ მშვიდობის ბილიკზე გავიაროთ?”-იკითხა პრეზიდენტმა.

პალესტინის ავტონომიის პრეზიდნეტი მაჰმუდ აბასი, ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნათანიაჰუ, იორდანიის მეფე აბდულა და ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი ოფიციალურ ვახშმამდე  ერთმანეთს თეთრ სახლში  შეხვდნენ. სუვერენული პალესტინისა და უსაფრთხო ისრაელისთვის  ბრძოლის სურვილი მათგან ყველამ დაადასტურა. პრემიერ მინისტრა ნათანიაჰუმ პრეზიდენტ აბასს “მშვიდობისათვის პარტნიორი “ უწოდა.

“ჩვენ არ გვინდა მოკლე ინტერვალი 2 ომს შორის, არ გვინდა დროებითი სულის მოთქმა ტერორიზმის მორიგ ამოხეთქვამდე, ჩვენ გვინდა მშვიდობა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ   კონფლიქტს ბოლოს მოუღებს.”-ბრძანა ისრაელის პრემიერმა.

ბატონმა აბასმა, რომელიც თარჯიმნის საშუალებით საუბრობდა, ასევე განაცხადა, რომ მშვიდობის მისაღწევად ძალას არ დაიშურებს.

“ჩვენ ძალას არ დავიშურებთ და დაუღალავად ვიმუშავებთ რათა ყველა პრობლემური  საკითხი მოგვარდეს.”-განაცხადა აბასმა.

ისრაელისა და პალესტინის ლიდერებმა საუბრისას  რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს. პრეზიდნეტმა აბასმა ისრაელს  პალესტინის აღმოსავლეთით უკანონო მშვენებლობებისა და  ჩასახლებების გაყინვისკენ მოუწოდა,  იმ ადგილას, რომელსაც ავტონომია სამომავლო დედაქალაქად განიხილავს. ბატონმა ნათანიაჰუმ კი  ნებისმიერი შეთანხმების მიღწევისას ისრაელისთვის უშიშროების  გარანტიები მოითხოვა.

“ჩვენ ლიბანი დავტოვეთ და ტერორიზმის წინაშე აღმოვჩნდით, დავტოვეთ ღაზას სექტორი და იგივე განმეორდა. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რომ ტერიტორია, რომელსაც დავთმობთ ისრაელის შუაგულში, ირანის მიერ დაფინანსებულ მესამე ტერორისტულ ანკლავად არ იქცევა”-ბრძანა ნათანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ეს საკითხი ასე მკაფიოდ იმიტომ წამოჭრა, რომ ახლახანს, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებაზე პასუხისმგებლობა, რომლის დროსაც ისრაელის 4 მოქალაქე დაიღუპა, ისლამურმა ჯგუფმა ჰამასმა აიღო.

ამერიკის პრეზიდნეტმა მომხდარი ფაქტი დაგმო.  მან ბრძანა, რომ მხარეებმა მშვიდობის მოწინააღმდეგეებს პროცესის რელსებიდან გადახვევის შანსი არ უნდა მისცენ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ პირისპირ შეხვედრისას, პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა ბარაკ ობამა ს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ისრაელი უკანონო ჩასახლებებს არ შეწყვეტდა,  პირდაპირი მოლაპარაკებები ჩაიშლებოდა.

დღეს მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები ვაშინგტონის დროით დილის 10 საათიდან დაიწყო. ლიდერებს ამერიკის სახელმწოფო მდივანი, ჰილარი კლინტონი მასპინძლობს.


სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 



 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
მერაბიშვილი ბელარუსს სტუმრობდა

07/02/2012 16:41 (16:46 minutes ago)

vano-merabishvili_6361.jpg

civil.ge -- შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 5–7 თებერვალს მინსკში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ვალერი ვაკულჩიკს შეხვდა და თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მოაწერა ხელი. 

დაწვრილებით...
ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (5 დღე 16:58 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group