| მექსიკაში ორმხრივი სროლის შედეგად 25 ბოევიკია მოკლული |
|
03/09/2010 15:26 (522 დღე 17:20 minutes ago) | ||||||||||||
|
მექსიკაში, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან, შტატ ნუევო-ლეონში ორმხრივი სროლის შედეგად 25 ბოევიკია მოკლული.
შეტაკება მოხდა მას შემდეგ, რაც სამხედროთა საპატრულო ავტომობილ ი ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ გახსნილ ცეცხლში აღმოჩნდა. სამხედროთა რიგებში მსხვერპლი არ არის. სამხედროებმა შეძლეს ბოევიკების მიერ მძევლად აყვანილი სამი ადამიანის გათავისუფლება.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|




