ბიძინა ივანიშვილი რუსეთში მიმდინარე აქციებს მიესალმება

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

ისრაელსა და პალესტინას სურს, რომ კონფლიქტი ერთი წლის განმავლობაში დაასრულონ

03/09/2010 15:27 (523 დღე 03:17 minutes ago)

ვაშინგტონში გუშინ ისრაელისა და პალესტინის ლიდერები შეთანხმდნენ, შექმნან საფუძველი გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმებისთვის და მიმდინარე თვეში სამშვიდობო მოლაპარაკებების კიდევ ერთი, მომდევნო რაუნდი გამართონ.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

შემდეგი შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუსა და პალესტინის ავტონომიის ლიდერს, მაჰმუდ აბასს შორის 14-15 სექტემბერს შედგება. შეხვედრაზე დაგეგმილია ახლოაღმოსავლეთის სამშვიდობო დარეგულირების ძირითადი პრინციპების შემუშავება. შეხვედრა, სავარაუდოდ, ეგვიპტის კურორტი შარმ ელ შეიხში შედგება.

 

ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენლის, ჯორჯ მიტჩელის განცხადების თანახმად, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ, ნათანიაჰუმ და აბასმა განაცხადეს, რომ მზად არიან გადალახონ მტრობა და უნდობლობა და ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი ერთი წლის განმავლობაში დაასრულონ.

 

კომპრომისების მიღწევა ისეთ საკითხებშია მოსალოდნელი, როგორებიცაა პალესტინის მომავალი სახელმწიფოს საზღვრები, იერუსალიმის პოლიტიკური სტატუსი, პალესტინელი დევნილების ბედი და რეგიონის უსაფრთხოება. მიტჩელმა მომავალი ჩარჩო ხელშეკრულების დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მასში პრინციპული კომპრომისები ჩაიდება. მან ასევე არ დააკონკრეტა, კონფლიქტის მოგვარების ერთწლიანი ვადა ჩარჩო-ხელშეკრულების შემუშავებას შეეხება თუ საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას.


სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.


Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი რუსეთში მიმდინარე აქციებს მიესალმება

08/02/2012 16:03 (02:41 minutes ago)

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მიესალმება.

დაწვრილებით...
ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (6 დღე 02:15 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group