მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით თებერვალში წარდგება

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

რობერტ გეითსი ავღანეთში ამერიკულ ბაზას ესტუმრა

04/09/2010 10:50 (521 დღე 21:20 minutes ago)

ამერიკის თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ავღანეთში აგრძელებს ვიზიტს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამერიკელ ჯარისკაცებთან შეხვედრისას, მან განაცხადა, რომ თალიბებთან ბრძოლაში მათ წინ კიდევ  არაერთი წინაღობა და სირთულე შეხვდებათ, განსაკუთრებით ყანდაარიდან, სადაც თალიბანია გამაგრებული.

პენტაგონის თავკაცი სწორედ ყანდაარის შორიახლოს განლაგებულ ამერიკულ ბაზაზე შეხვდა შეერთებული შტატების სამხედროებს, თქვა რა, რომ მათი წარმატება ამ რეგიონში ნატოს სტრატეგიის საწინდარი იქნება.

ერთერთმა ჯარისკაცმა გეითს ჰკითხა, შეეცდებოდა  თუ არა ამერიკა პაკისტანში თალიბთა არსებული  სამალავების ლიკვიდირებას, რაზეც გეითსმა უპასუხა, რომ ამერიკის პირდაპირი სამხედრო ჩართულობა პაკისტანში მიმდინარე პროცესებში ძალიან დაბალი იყო.

ამ ფონზე, გეითსმა ასევე აღნიშნა, რომ  დამატებით ოცდაათი ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გარდა, ავღანეთში ახლახანს შვიდი ათასი უცხოელი ჯარისკაცი ჩავიდა, ისევე როგორც კიდევ უფრო მეტი ამერიკელი დიპლომატი და სადამხმარებლო ორგანიზაციის თანამშრომელი.

გეითსმა განაცხადა, რომ ამერიკამ ყველა ზომას უნდა მიმართოს, რათა დონორთა და ამერიკის დახმარების მიზნობრივი ათვისება მოხდეს.  პენტაგონის ხელმძღვანელმა თქვა ისიც, რომ ამერიკის ელჩი  კარლ  აიკენბერი და გენერალი დევიდ პეტრეუსი ახალ მაკონტროლებელ პროცედურებზე მუშაობენ, რათა არ  გაიფლანგოს ის ფინანსური დახმარება, რომელსაც ავღანეთის მთავრობა და ხალხი იღებს.

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
მერაბიშვილი ბელარუსს სტუმრობდა

07/02/2012 16:41 (15:29 minutes ago)

vano-merabishvili_6361.jpg

civil.ge -- შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 5–7 თებერვალს მინსკში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ვალერი ვაკულჩიკს შეხვდა და თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მოაწერა ხელი. 

დაწვრილებით...
ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (5 დღე 15:41 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group