| საპროტესტო აქცია ავღნეთში |
|
07/09/2010 10:48 (516 დღე 01:51 minutes ago) | ||||||||||||
|
ასობით ავღანელი ქაბულის ქუჩებში გამოვიდა.
ისინი ამერიკული ეკლესიის გეგმას აპროტესტებენ, რომლის თანახმად 11 სექტემბერს მუსლიმთა წმინდა წიგნი ყურანი უნდა დაწვან.
რელიგიური ჯგუფის „ მსოფლიო საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის“ ლიდერებმა ფლორიდაში პარასკევს განაცახდეს, რომ ისინი 11 სექტემბერს შეერთებულ შტაებზე თავდასხმის დღეს ყურანის წიგნების დაწვით აღნიშნავენ. ქაბულში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები კი ამ გეგმას გმობენ. შეერთებული შტატების საელჩომ ქაბულში განცხადება გაავრცელა, სადაც გამოხატა მთავრობის პოზიცა, რომლსი მიხედვითაც ვაშინგტონი რელიგიური გრძნობების შელახვას და ისლამის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას მკაცრად გმობს. სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


