მერაბიშვილი ბელარუსს სტუმრობდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

ბელორუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის საეჭვო სიკვდილი

ავტორი ნიკო ნერგაძე, რადიო თავისუფლება

07/09/2010 11:16 (518 დღე 21:26 minutes ago)

6 სექტემბერს მინსკში დაკრძალეს ბელორუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ალეჰ ბიაბენინი.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

ის საკუთარ აგარაკზე სამი დღის წინ იპოვეს ჩამოხრჩობილი. გამოძიება ამბობს, რომ 36 წლის ჟურნალისტმა თავი მოიკლა, თუმცა მის კოლეგებს სიკვდილის ოფიციალურ ვერსიაში ეჭვი ეპარებათ.

ალეჰ ბიაბენინი ოპოზიციური ინტერნეტსაიტ „ქარტია 97“-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი გახლდათ. ის 3 სექტემბერს იპოვეს ჩამოხრჩობილი მინსკი ს მახლობელ სოფელ პიარჰურავაში მდებარე აგარაკზე. გამოძიების ვერსიით, ბიაბენინმა თავი მოიკლა, რის დამადასტურებლადაც მიჩნეულია ის გარემოება, რომ არ შეინიშნებოდა ბრძოლის კვალი, და, ამასთანავე, ისიც, რომ ოთახში იპოვეს ძლიერი ბელორუსიული ალკოჰოლური სასმელის ორი ცარიელი ბოთლი.

ბიაბენინის მეგობრებს და კოლეგებს გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ. ისინი ამბობენ, რომ 36 წლის ჟურნალისტი ენერგიული იყო, არ ჰქონია პრობლემები ოჯახში - ჰყავდა ცოლი და ორი მოზრდილი შვილი - და არც წერილი დაუტოვებია რამე.

ზმიცერ ბანდარენკა, „ქარტია 97“-ის კოორდინატორი, გამოძიებას ბრალს სდებს სიკვდილის დროის არასწორად განსაზღვრაში. მისი მტკიცებით, პოლიცია და პროკურატურა სიკვდილის დროს 15 საათით გვიან ასახელებს, ვიდრე ეს ექიმებმა გააკეთეს. ბანდარენკამ რადიო თავისუფლების ბელორუსიულ სამსახურს განუცხადა, რომ არ სჯერა მისი კოლეგის თვითმკვლელობისა.

„ქარტია 97“ ასევე ჩივის, რომ გამოძიება ვებსაიტის მუშაობის დეტალებით უფრო ჩანს დაინტერესებული, ვიდრე ბიაბენინის სიკვდილის გარემოებების დადგენით.

„ქარტია 97“ ხშირად აკრიტიკებს ხოლმე ბელორუსიის მთავრობას, ბიაბენინი კი განსაკუთრებით მწვავედ აკრიტიკებდა ქვეყნის ავტორიტარულ მმართველს, ალექსანდრ ლუკაშენკოს. ბიაბენინს მისი საქმიანობის გამო ხშირად შექმნია პრობლემები. ზმიცერ პადბიარეჟსკი, ინტერნეტრადიოს ჟურნალისტი, რომელიც ადრე რადიო თავისუფლებასთანაც თანამშრომლობდა, იხსენებს, რომ 90-იანი წლების ბოლოს ბიაბენინი ცოტა ხნით მოტაცებულიც კი ჰყავდათ.

ბელორუსია 2011 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ემზადება. ლუკაშენკოს, რომელიც მეოთხედ იყრის კენჭს, რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატი უპირისპირდება. მათ შორისაა ანდრეი სანნიკოვი. ბიაბენინი სანნიკოვის თანამოაზრე იყო და ელოდნენ, რომ მის საარჩევნო კამპანიაში წამყვან როლს იკისრებდა.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
მერაბიშვილი ბელარუსს სტუმრობდა

07/02/2012 16:41 (16:01 minutes ago)

vano-merabishvili_6361.jpg

civil.ge -- შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 5–7 თებერვალს მინსკში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ვალერი ვაკულჩიკს შეხვდა და თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მოაწერა ხელი. 

დაწვრილებით...
ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (5 დღე 16:13 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group