| მლადიჩის ოჯახი ითხოვს, რომ ის გარდაცვლილად გამოცხადდეს |
|
09/09/2010 15:28 (516 დღე 17:43 minutes ago) | ||||||||||||
|
ბოსნიელი სერბების არმიის ყოფილი მეთაურის რატკო მლადიჩის ოჯახი კიდევ ერთხელ ითხოვს, რომ ის ოფიციალურად გამოცხადდეს მკვდრად.
მლადიჩის ნათესავები ირწმუნებიან, რომ ის უკვე მძიმედ იყო ავად, როდესაც მიიმალა და სათანადო სამედიცინო დახმარებიოს გარეშე დიდხანს ვერ გაძლებდა. სერბიის სასამართლომ მანამდე ამაზე რამდენჯერმე განაცხადა უარი და მიზეზად საპროცესო დარღვევები დაასახელა. მლადიჩზე ძებნაა გამოცხადებული. მას გენოციდის მოწყობა ედება ბრალად.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



