| მერკელ-სარკოზის პირველი შეხვედრა 9 იანვარს გაიმართება |
|
03/01/2012 11:48 (141 დღე 19:52 minutes ago) | ||||||||||||
![]() ახალ წელს საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ერთმანეთს პირველად 9 იანვარს შეხვდებიან.
ნიკოლა სარკოზი და ანგელა მერკელი 30 იანვარს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელებენ. სწორედ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების ბოლო შეხვედრებზე შემუშავდა გეგმა ევროკავშირისა და ევროს კრიზისის დაძლევის ძირითადი პრინციპების შესახებ.
მოელიან, რომ ევროკაშირის მომდევნო სამიტზე გეგმა მთლიანობაში დამტკიცდება. დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა შეერთებოდა გეგმას, რადგან ვერ მიიღო საკუთარი ფინანსური სექტორისათვის მოთხოვნილი გარანტიები.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|




