
სტატისტიკის მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში წინასაახალწლო შოპინგზე
ფასდაკლებების ფონზე წუთში 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი იხარჯება, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
25 დეკემბრიდან ინგლისში წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებები დაიწყო და მსოფლიო ს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩასული ტურისტები ფულს ლონდონის უმსხვილეს სავაჭრო ცენტრებში ხარჯავენ.
ყველაზე მეტი ტურისტი წელს ლონდონში ჩინეთიდან და იაპონიიდან ჩავიდა. პირველივე დღეს ლონდონის სავაჭრო ცენტრებს 700 000 ათასი სტუმარი ჰყავდა და მაღაზიები მომხმარებლებს მინიმუმ 50 % ფასდაკლებას სთავაზობდნენ.
80 % ფასდაკლება იყო სავაჭრო ცენტრ ,,ჰეროდში”. ყველაზე დიდი დატვირთვით კი გაერთიანებულ სამეფოში ,,სელფრიჯ”–ის სავაჭრო ცენტრი მუშაობდა. ბრიტანეთში მეორე უმსხვილეს სავაჭრო ცენტრში ,,ქოვენ გარდენ მარკეტში” კი გაცილებით სიმშვიდე იყო წინასაახალწლო დღეებში. „ქოვენ გარდენში“ ძირითადად პატარა მაღაზიებია წარმოდგენილი და უმეტეწილად წინასაახალწლო სუვენირები იყიდება. მათ შორის ხელით ნაკეთი საპნები, რომელსაც საშობაო ნამცხვრის სურნელი აქვს.
ანალიტიკოსების ვარაუდით წინასაახალწლო შოპინგში ყოველი მეოთხე ბრიტანელი მიიღებს მონაწილეობას და საახალწლოდ გაერთიანებულ სამეფოში 23 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯება.
Related Stories