სადეპუტატო ასაკმა 21 წლამდე დაიწია


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ჰოსნი მუბარაქი უარყოფს ბრალდებებს

05/01/2012 10:22 (139 დღე 21:29 minutes ago)

ეგვიპტის პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ აღძრული საქმის მასალები სასამართლოში წარადგინა. მუბარაქი 30 წლის განმავლობაში მართავდა ეგვიპტეს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ეგვიპტელები მუბარაქის და ქვეყნის ამჟამინდელი მმართველების პოლიტიკა ში ბევრ საერთოს პოულობენ, განსაკუთრებით ხალხის საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის საქმეში, რომლებიც მუბარაქის დამხობის წლისთავს დაემთხვა.

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოზე მთავარმა პროკურორმა მუბარაქს ტირანი უწოდა, რომელიც ძალაუფლების გადაცემას თავისი უმცროსი ვაჟის, გამალისთვის აპირებდა. ის ეგვიპტეს თავისი მეგობრების და ნათესავების საშუალებით მართავდა, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩაფლულები.

სახელმწიფო მბრალდებელმა მუსტაფა სულეიმანმა 83 წლის მუბარაქზე იერიშის მიტანის შემდეგ ეგვიპის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ჰაბიბ ელ-ადლის დანაშაულებზე ილაპარაკა, რომელიც ქვეყანას რეპრესიების და ძალადობის საშუალებით მართავდა. ანტი-სამთავრობო გამოსვლების დროს ამ პირების პოლიტიკის წყალობით 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ჰოსნი მუბარაქი და მისი შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფენ ამ ბრალდებებს.

სახალხო გამოსვლების შედეგად მუბარაქი და მისი მთავრობა დაემხო, მაგრამ საპროტესტო დემონსტრაციები ქვეყანაში დღემდე არ შემწყდარა. ამჟამად ხალხის რისხვა ეგვიპტის დროებითი მმართველების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც სამხედროები არიან.

მიუხედავად ამისა ეგვიპტელი პოლიტიკური ანალიტიკოსი და გაზეთის რედაქტორი რანია ელ მალკი მიიჩნევს, რომ სამხედროები ყველაფერს აკეთებენ რათა არ მოხდეს მათი გაიგივება მუბარაქის რეჟიმთან.

მისი თქმით: “ ჩემის აზრით ეგვიპტის შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭო აგრძელებს ტირანულ მმართველობას, მაგრამ მათ არავინ განიხილავს მუბარაქის მემკვიდრეებად. სამაგიეროდ სამხედროებმა მოახერხეს ეგვიპტის მას მედიაზე იმგვარი კონტროლის დაწესება, რომ ხალხი დაარწმუნეს იმაში თითქოს მათი პოლიტიკა უცხო სახელმწიფოების  შეთქმულებისგან ეგვიპტის დაცვას ისახავდეს მიზნად.“

საგარეო მტრის ხატის შექმნას ნაყოფიერი ნიადაგი დახვდა ეგვიპტეში. ამ საბაბით ქვეყნის დროებითმა მმართველებმა შეძლეს ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა.

ეგვიპტელები ამჟამად ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ხელისუფლების მიერ საპროტესტო დემონსტრაციების დარბევას და ძირითადად საპარლამეტო არჩევნების მესამე ტურზე ფიქრობენ.

ამავე დროს ახალი პარლამენტის არჩევიდან ორ დღეში, 25 იანვარს მუბარაქის რეჟიმის დამხობის წლისთავის აღნიშვნას აპირებენ, ასევე მოსალოდნელია ეგვიპტელი სამხედროების ლიდერის მარშალ მოჰამედ ჰუსეინ ტანტავის სასამართლოზე გამოძახება, რათა მან ჩვენება მისცეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ.

როგორც ეგვიპტელი ანალიტიკოსი ელ მალკი აცხადებს ტანტავის გამოძახება არაფერს შეცვლის. მისი თქმით:“ არა მგონია მან რაიმე განსხვავებული თქვას. ალბათ გაიმეორებს ადრე გაკეთებულ განცხადებას, რომ მუბარაქს არასოდეს გაუცია დემონსტრანტების დახვრეტის ბრძანება.“

ბატონი ტანტავი საკუთარი მთავრობის შესახებაც იმავეს ამბობს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უამრავი ადამიანი დაიღუპა ეგვიპტეში საპროტესტო გამოსვლების დროს.

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"

23/05/2012 15:59 (15:52 minutes ago)

vladimir-putin_copy.jpg

ამერიკული გამოცემა "Front Page Magazine"-ის აზრით, რუსეთი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ს დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება.

დაწვრილებით...
ფინანსები
ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

23/05/2012 13:55 (17:56 minutes ago)

auditi.jpg

აუდიტორული კომპანიების ნაწილი ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group