საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

აშშ-ში რესპუბლიკურმა პარტიამ პრეზიდენტობის პირველი კანდიდატი გამოავლინა

ავტორი ოქროპირ რუხაძე, რადიო თავისუფლება

05/01/2012 10:49 (139 დღე 21:04 minutes ago)

ამერიკის შტატ აიოვაში სამშაბათს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნებამდელი პირველი შიდაპარტიული შეკრება, რომელზეც მიტ რომნის მიანიჭეს რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლებმა უპირატესობა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

შტატ აიოვაში ამ ეგრეთ წოდებული კოკუსებით დაიწყო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატების დასახელება. არჩევნები, რომელშიც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა იქნება, წელს, ნოემბერში, გაიმართება.

პირველ კოკუსებში გამარჯვებული 64 წლის მიტ რომნი წარმატებული ბიზნესმენია, დამაარსებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ფირმისა „ბეინ კეპიტალ“. ის არჩევნებში უკვე მონაწილეობდა 2008 წელს, მაგრამ მაშინ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ჯონ მაკკეინი გახდა. რომნი, წინაპრების მგავსად, „უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის“ მიმდევარი, ანუ მორმონია და 1960-იან წლებში საფრანგეთში მისიონერად მუშაობდა სამი წელიწადი. ის, როგორც მენეჯერი და ეკონომისტი, არაერთხელ გამოსულა ბარაკ ობამა ს, პირველ რიგში, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად. ამჯერადაც, როცა აიოვაში გამართულ შეხვედრაზე მხოლოდ რვა ხმით აჯობა კონკურენტს, ყოფილ სენატორს პენსილვანიის შტატიდან, რიკ სანტორუმს, რომნიმ ობამა ს გადაუკრა სიტყვა:

„პრეზიდენტმა ბრძანა, რომ სურს ამერიკის ძირეული გარდაქმნა. მე არ მსურს ამერიკის გარდაქმნა. მე ამერიკის მიერ შექმნილი პრინციპების აღდგენა მინდა. ესაა ის ამერიკა, რომელიც გვიყვარს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ პრინციპებს შევიტანთ თეთრს სახლში და ამერიკას კვლავ ავამუშავებთ.“

რესპუბლიკური პარტიის აქტივისტების შეხვედრაზე, კოკუსებზე დასასწრებად, ათასობით ადამიანი - 123 ათასამდე პირი - შეიკრიბა ეკლესიებში, სკოლებში, სხვა შენობებში, რათა შვიდიდან ერთი კანდიდატი აერჩიათ. გამარჯვებულ რომნის ოდნავ ჩამორჩა, როგორც გითხარით, რიკ სანტორუმი, მესამე ადგილზე კი გავიდა ტეხასელი კონგრესმენი რონ პოლი, მას ჩამორჩა ნიუტ გინგრიჩიცა და ტეხასის გუბერნატორი რიკ პერიც, ასევე მიშელ ბაკმანი, კონგრესის წევრი ქალი, „ჩაის პარტიის“ მოძრაობის წარმომადგენელი.

აიოვა მცირე ფრაქციაა და მას მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვედრაზე, ზაფხულში, 28 დელეგატი ეყოლება. იმისათვის კი, რომ პოლიტიკოსი საბოლოო კანდიდატად დაასახელონ, 1143 დელეგატია საჭირო. მაგრამ, მიმომხილველების თანახმად, როცა აიოვაში გამარჯვებული კარგად წარდგება საზოგადოების წინაშე, ამას მომავალ თვეებში თავისი მნიშვნელობა ექნება.

გამოკითხვებით, რომნი ლიდერად დარჩება რესპუბლიკური პარტიის წინასწარი არჩევნების შემდგომ ეტაპზე, ნიუ-ჰემპშირის შტატში, სადაც „პრაიმერი“ ათ იანვარს ეწყობა. იქ მოელიან, რომ პაექრობა უფრო ცხარე იქნება, რადგან კენჭისყრაში ჩაერთვება იუტის შტატის ყოფილი გუბერნატორი, ჯონ ჰანტსმენი. ამის შემდეგ კოკუსები და პრაიმერები მოეწყობა ამერიკის 48 შტატსა და სხვა ტერიტორიებზე.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები ექვს ნოემბერს გაიმართება.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"

23/05/2012 15:59 (15:54 minutes ago)

vladimir-putin_copy.jpg

ამერიკული გამოცემა "Front Page Magazine"-ის აზრით, რუსეთი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ს დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება.

დაწვრილებით...
ფინანსები
ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

23/05/2012 13:55 (17:58 minutes ago)

auditi.jpg

აუდიტორული კომპანიების ნაწილი ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group