
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს
"ყველა პოლიტპატიმრის დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ" მოუწოდებს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
პირWელის ცნობით, ამის შესახებ მაკკეინის მიერ ალიევისადმი პირად გზავნილშია ნათქვამი.
მასში ამერიკელი სენატორი დადებითად აფასებს შეწყალების ბოლო აქტს, რომლის ფარგლებშიც უსამართლოდ გასამართლებული ახალგაზრდა ბლოგერი ჯაბარ სავალანი იქნა გათავისუფლებული.
"დაჟინებით მოგიწოდებთ სხვა 16 პოლიტპატიმრის გათავისუფლებისაკენ, რომლებიც მშვიდობიანი მიტინგების ორგანიზების გამო არიან დაპატიმრებული, ასევე სინდისის პატიმრების გათავისუფლებისაკენ", - ნათქვამია მიმართვაში.
ამასთან, სენატორი უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ "აზერბაიჯანის ხელისუფლება ამ დრომდე პატიმრობაში ტოვებს ძმებ ფარდახ და რაფიკ ალიევებს, თუმცა ისინი შეიძლებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვადამდე გაეთავისუფლებინათ".
"როგორც პრეზიდენტს, ყველა შესაძლებლობა გაქვთ, ძმები ალიევები და სინდისის სხვა პატიმრები გაათავისუფლოთ. ეს სამართლიანი და სწორი ნაბიჯი იქნებოდა და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გამყარების საშუალებას მოგვცემდა. აშშ აფასებს იმ ქვეყნებთან ურთიერთობებს, რომლებთანაც არა მხოლოდ თანამშრომლობს, არამედ საერთო ფასულობებს იზიარებს, ქვეყნებთან, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და ყველა თავისი მოქალაქის თავისუფლებას პატივს სცემენ", - ნათქვამია მიმართვაში.
Related Stories