| სირიის ოპოზიცია მოუწოდებს გაეროს ”არაბული ლიგის” მეთვალყურეების დახმარებისკენ |
|
06/01/2012 10:38 (138 დღე 21:22 minutes ago) | ||||||||||||
|
სირიის ოპოზიციას სურს, რომ გაერო დაეხმაროს ”არაბული ლიგის” მეთვალყურეთა მისიას, რომელიც ცდილობს ხელი შეუწყოს ათთვიანი ძალადობის დასრულებას სირიაში.
სირიის ოპოზიციური ”ეროვნული საბჭო” ხუთშაბათს კაიროში შეხვდა ”არაბული ლიგის” ხელმძღვანელობას. ”არაბული ლიგის” სირიის საკითხებზე შექმნილ კომიტეტს კატარის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. მან განაცხადა, რომ მეთვალყურეთა მისიამ ”რაღაც შეცდომები დაუშვა”, თუმცა, გამორიცხა მათი სირიიდან გამოყვანა.
კატარის პრემიერ-მინისტრი ნიუ იორკში გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნს შეხვდა. მათ იმსჯელეს ”პრაქტიკულ საკითხებზე - თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს გაერო მეთვალყურეთა მისიას”.
სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბოლო დროს გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული 500-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლა. გასულ თვეში დაახლოებით 700 პირი გამოუშვეს ციხეებიდან. სირიის ოპოზიცია ირწმუნება, რომ დაახლოებით 10000 პირი საპატიმროებში რჩება.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



