| მუბარაქის სიკვდილით დასჯას ითხოვენ |
|
06/01/2012 10:42 (138 დღე 21:18 minutes ago) | ||||||||||||
![]() ეგვიპტის გენერალურმა პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის ჩამოხრჩობა მოითხოვა, – მედიანიუსის ცნობით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო „მენაზე“ დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, პროკურატურა შინაგან საქმეთა მინისტრ ჰაბიბ ალ–ადლისა და მისი ექვსი მოადგილის სიკვდილით დასჯასაც ითხოვს. როგორც გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა მუსტაფა სულეიმანმა მუბარაქის საქმის განხილვისას განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტი ადამიანების სიკვდილში არის დამნაშავე. თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ მან დემონსტრანტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების ბრძანება გასცა.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|




