დღეს ბელორუსში ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც ბელორუსულ კომპანიებს და
ქვეყნის მოქალაქეებს ინტერნეტის გამოყენების წესებში ზღუდავს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც მედიანიუსი იუწყება, ბელორუსული მედიის ინფორმაციით, კანონის დარღვევის შემთხვევაში ბელორუსის მოქალაქეები, შესაბამისად დაისჯებიან.
ახალი კანონის თანახმად კომპანიები და ინდივიდუალური მომხმარებლები, რომლებიც საქონლით ვაჭრობვენ ბელორუსულ ბაზარზე და ინტერნეტის გამოყენებით სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებენ, საქმიანობა უნდა განახორციელონ იმ ვებ-გვერდებიდან, რომლებიც ნაციონალურ დომენის მიერ BY ზონაში არიან დარეგისტრირებულები და ფიზიკურად ბელორუსის ტერიტორიაზე არიან განლაგებულნი. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდამრღვევს 1-დან 3 მილიონამდე ბელორუსული რუბლის ჯარიმის სახით გადახდა მოუწევს.
კანონი ასევე ეხებათ ინტერნეტ კაფეების, ინტერნეტ კლუბების მფლობელებს. ისინი ვალდებულები არიან სრულყოფილად აღრიცხონ ყველა მომხმარებელი და ხელისუფლებას შეატყობინონ ყველა იმ ვებ-გვერდის შესახებ, რომლებსაც მათი მომხმარებლები იყენებენ.
კანონდარღვევის შემთხვევაში ამგვარი დაწესებულებების მფლობელებიც დაჯარიმდებიან.
Related Stories