| აშშ-მა დაგმო ერაყში მომხდარი აფეთქებები |
|
06/01/2012 12:26 (138 დღე 19:39 minutes ago) | ||||||||||||
|
აშშ-მა ერაყში განხორციელებული აფეთქებები დაგმო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ თავდასხმები ”საათის უკან დატრიალების” ”სასოწარკვეთილი მცდელობა” იყო. თვითმკვლელმა ტერორისტმა შიიტ მლოცველებზე მიიტანა იერიში ქალაქ ნასირიასთან და სულ ცოტა 38 ადამიანი მოკლა.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე ბაღდადში რამდენიმე აფეთქება მოხდა შიიტებით დასახლებულ რაიონებში. ათობით ადამიანი დაიღუპა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ეს ალ ყაიდასთან დაკავშირებული სუნიტი მეამბოხეების ჩადენილია.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



