| აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ახალი სამხედრო სტრატეგია |
|
06/01/2012 12:26 (138 დღე 19:40 minutes ago) | ||||||||||||
![]() 5 იანვარს დილით აშშ-ის პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის ახალი სამხედრო სტრატეგია გამოაქვეყნეს.
სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის წინაშე არსებულ გამოწვევებს მხოლოდ სამხედრო სფერო ვერ გაუმკალვდება და მსოფლიო ში აშშ-ის ინტერესების დაცვას დიპლომატია და განვითარება თავდაცვის კვალდაკვალ უნდა ემსახუროს.
ახალ სტრატეგიაში პრიორიტეტებს შორის სახელდება გლობალურ მოვლენებში მონაწილეობის შენარჩუნება და ფოკუსირება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე; აგრეთვე, მტრის შეკავება და უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულება; ინვესტირება მნიშვნელოვან ალიანსებსა და პარტნიორობაში, მათ შორის - ნატოში; ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანური ღირსების დაცვა მთელ მსოფლიო ში; ახალ საფრთხეებზე სწრაფად რეაგირების უნარის გაძლიერება.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|




