ნიგერიის ქალაქ გამბეში ეკლესიაზე თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება ინტერპრესნიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ტერაქტამდე 3 დღით ადრე რადიკალურმა ისლამისტურმა ტერორისტულმა დაჯგუფება "ბოკო ხარამმა" ქრისტიანებს კატეგორიულად მოსთხოვა, ნიგერიის მუსულმანებით დასახლებული ჩრდილოეთი რეგიონები დაეტოვებინათ.
ეკლესიის მოძღვარის, ჯონ ჯაუროს ინფორმაციით, შეირაღებული პირები ტაძარში საღამოს ლოცვის დროს შეცვივდნენ და სროლა დაიწყეს. ინციდენტს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 10 მძიმედ დაიჭრა.
ნიგერიის ჩრდილოეთში ეთნიკურ ნიადაგზე შექმნილი დაპირისპირების გამო, 90 ათასი ქრისტიანი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში უკვე გადავიდა.
ბოლო პერიოდში "ბოკო ხარამის" მიერ განხორციელებული ტერაქტების სერიას ასზე მეტი ადამიანი უკვე ემსხვერპლა.
Related Stories