ივანიშვილი სააკაშვილს მიმართავს ხელი არ მოაწეროს საკონსტიტუციო ცვლილებას


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ირანი ბირთვული პროგრამის განვითარებას აგრძელებს

09/01/2012 11:32 (135 დღე 20:41 minutes ago)

iran_nuclear_plant.gif

ირანის უმაღლესი ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით ამ თვის ბოლოს ქვეყანაში მწყობრში ახალი ბირთვული საწარმო შედის.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ის მიწისქვეშ მდებარეობს და ბირთვული პროგრამის მოწინააღმდეგე ქვეყნების მხრიდან სავარაუდო საჰაერო შეტევებისგან კარგად არის დაცული.

ირანის ატომური ენერგიის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ფერეიდან აბასის თქმით ფორდოს ურანით გამამდიდრებელი საწარმო მუშაობას 2012 წლის პირველ თებერვლამდე დაიწყებს. ამის შესახებ ირანმა გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ჯერ კიდევ 2009 წელს აუწყა, აღნიშნავს ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენელი. საწარმო შიიტთა წმიდა ქალაქ ქომთან ახლოს მდებარეობს.

დასავლეთის სახელმწიფოები ირანის მიერ ატომური პროგრამების განვითარებას ბირთვული იარაღის შექმნის საფრთხედ აღიქვამენ. ირანი კი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ურანით გამდიდრების პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან ხასიათს ატარებს და რომ მისი ფუნქცია ელექტროენერგიის წარმობით და სამედიცინო კვლევებით შემოიფარგლება.

შეერთებული შტატების და ისრაელის ხელმძღვანელობა საერთაშორისო სანქციებთან ერთად ირანის შესაჩერებლად სამხედრო ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავს. ამერიკის ითავდაცვის მდივნის ლეონ პანეტას განცხადებით ირანის ბირთვული განვითარების პროგრამა ჯერჯერობით ატომური ბომბის შექმნის ფაზამდე არ მისულა. მაგრამ კვირას სატელევიზიო კომპანია „სი-ბი-ესთან“ ინტერვიუში მან ასევე განაცხადა, რომ თუკი ირანი ამ უკანასკნელ ნაბიჯს გადადგამს, შეერთებული შტატები მას აუცილებლად გააჩერებს.

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"

23/05/2012 15:59 (16:14 minutes ago)

vladimir-putin_copy.jpg

ამერიკული გამოცემა "Front Page Magazine"-ის აზრით, რუსეთი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ს დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება.

დაწვრილებით...
ფინანსები
ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

23/05/2012 13:55 (18:18 minutes ago)

auditi.jpg

აუდიტორული კომპანიების ნაწილი ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group