ივანიშვილი სააკაშვილს მიმართავს ხელი არ მოაწეროს საკონსტიტუციო ცვლილებას


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ახალი დაავადებები რომლებსაც ცხოველები ავრცელებენ

10/01/2012 10:35 (134 დღე 21:43 minutes ago)

1990 წლის მიწურულს აზიის რამდენიმე ქვეყანაში ადამიანების ჯანმრთელობა  საფრთხეში აღმოჩნდა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

იმ დროისათვის ახალმა დაავადებამ, H5N1-ი, რომლის მეორე სახელწოდება ფრინველის გრიპია, ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მას შემდეგ დაახლოებით ცხრა მილიონი ფრინველი განადგურდა იმისათვის, რომ ეპიდემიის ლოკალიზება მომხდარიყო.

მეცნიერების დასკვნით თავდაპირველად H5N1 ვირუსი გარეული ჩიტების მიერ შინაურ ფრინველებსა და მსხვილფეხა საქონელზე გავრცელდა, რომელმაც შემდეგ ადამიანების ინფიცირება გამოიწვია.

ახლა მეცნიერები ახალი დაავადების გავრცელებით არიან შეშფოთებულნი.  ჯონათან სლიმენი ამერიკის გეოლოგიური კვლევის განყოფილებაში, ველური ბუნების ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორია:

„ადამიანის, გარეული თუ შინაური ფრინველებისა და ცხოველების ჯანმრთელობა გარემო ფაქტორებთანაა დაკავშირებული. გარემოში მიმდინარე ცვლილებები კი სამივე კატეგორიის ჯანმრთელობის   ხარისხზე ნეგატიურად მოქმედებს.“

სხვადასხვა დარგზე მომუშავე მეცნიერები, სულ ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში შეკრებისას, ცხოველებიდან ადამიანზე გადასული დაავადების გამომწვევ ახალ რისკ-ფაქტორებზე მსჯელობდნენ.

სიახლეს არ წარმოადგენს თუ გავიხსენებთ რომ შიდსის ვირუსიც თავის დროზე, აფრიკული მაიმუნის შიმპანზეს სახეობიდან გავრცელდა ადამიანზე. მას შემდეგ, 80-იანი წლებიდან მოყოლებული მსოფლიო ში 30 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ცხოველებიდან წარმოშობილ სხვა დაავადებათა რიცხვს განეკუთვნება რესპირატორული სინდრომი - ებოლას ვირუსიც. ახალი ცხოველური დაავადება ძირითადად მტაცებელი ცხოველების სახეობიდან მომდინარეობს. ზებრის ნიჟარამ, რომელმაც შეერთებულ შტატებში ბოტულიზმის დაავდება გამოიწვია, ასი ათასამდე ჩიტი მოკლა. ბაყაყების სოკოვანმა დაავადებამ კი 120 სახეობის ამფიბია გაანადგურა.

ჯონათან ეფშტინი, ეკოლოგიური ჯანმრთელობის ალიანსის წევრი ამბობს, რომ გასული ათწლეულების განმავლობაში,   ეგზოტიკური სახეობის ცხოველთა არალეგალური ვაჭრობის გამო, 13 მილიონი ცხოველის კონფისკაცია მოხდა.

ექსპერტების მოსაზრებით კი მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ადამიანებში  ახალი ინფექციური დაავადების გავრცელების საკითხს, რომლის უგულებელყოფას  სავალალო შედეგის მოტანა შეუძლია მსოფლიო ს მოსახლეობისათვის.

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"

23/05/2012 15:59 (16:19 minutes ago)

vladimir-putin_copy.jpg

ამერიკული გამოცემა "Front Page Magazine"-ის აზრით, რუსეთი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ს დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება.

დაწვრილებით...
ფინანსები
ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

23/05/2012 13:55 (18:23 minutes ago)

auditi.jpg

აუდიტორული კომპანიების ნაწილი ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group