საატესტატო გამოცდები გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

იულია ტიმოშენკოს ქმარს ჩეხეთმა თავშესაფარი მისცა

ავტორი ნეტგაზეთი

10/01/2012 14:03 (134 დღე 18:17 minutes ago)

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს ქმარმა ჩეხეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში ალექსანდრ ტიმოშენკომ განაცხადა, რომ ქმნის საერთაშორისო ორგანიზაციას "Батькивщина(სამშობლო)."

ორგანიზაციის მიზანი იქნება უკრაინის ხელისუფლების ქმედებების შეფასება და საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობა, უკრაინა ში ადამიანის უფლებების მონიტორინგი, ასევე, უკრაინულ დიასპორასთან ურთიერთობა.

Lenta.ru-ს ცნობით,  ორგანიზაცია ”Батькивщина-ს” საპატიო პრეზიდენტად იულია ტიმოშენკოს შვილის, ევგენია ტიმოშენკოს არჩევა იგეგმება. სწორედ იგივე სახელწოდების ოპოზიციური პარტიის ლიდერია ამჟამად გასამართლებული იულია ტიმოშენკო.

ალექსანდრ ტიმოშენკოს ჩეხეთში გაქცევის შესახებ მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში გახდა ცნობილი. მანამდე კი, 2011 წლის შემოდგომაზე, უკრაინის პროკურატურამ გამოაცხადა, რომ საქმეს აღძრავდა იულია ტიმოშენკოს ყოფილი საქმიანი პარტნიორების წინააღმდეგაც. საქმიან პარტნიორებში კი რა თქმა უნდა, ალექსანდრ ტიმოშენკოც შედიოდა. ექსპრემიერის ქმარმა ”რადიო თავისუფლებას” განუცხადა, რომ უკრაინა ში ხელისუფლების სწრაფად შეცვლისა და ცოლის პატიმრობიდან გათავისუფლების იმედი აქვს.
იულია ტიმოშენკოს უკრაინის სასამართლომ ცოტა ხნის წინ შვიდწლიანი პატიმრობა პრემიერ-მინისტრობისას რუსეთთან გაზის საკითხთან დაკავშირებით გაფორმებული  ხელშეკრულების გამო მიუსაჯა. უკრაინის ხელისუფლების აზრით, შედეგად, ქვეყნის ბიუჯეტმა მნიშვნელოვნად იზარალა. ასე არ ფიქრობს თავად მსჯავრდებული ტიმოშენკო. ის თავს უდანაშაულოდ და პოლიტიკური მოტივით გასამართლებულად მიიჩნევს.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"

23/05/2012 15:59 (16:21 minutes ago)

vladimir-putin_copy.jpg

ამერიკული გამოცემა "Front Page Magazine"-ის აზრით, რუსეთი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ს დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება.

დაწვრილებით...
ფინანსები
ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

23/05/2012 13:55 (18:25 minutes ago)

auditi.jpg

აუდიტორული კომპანიების ნაწილი ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group