| საბერძნეთში ანარქისტებმა რადიოსადგური დაიკავეს |
|
11/01/2012 10:47 (133 დღე 21:36 minutes ago) | ||||||||||||
|
ანარქისტების ჯგუფმა დღეს მოახერხა დაეკავებინა საბერძნეთის რადიოს ერთი სტუდია და ეთერში გადაეცა ადგილობრივი ტერორისტული ორგანიზაციის მომხრე ლოზუნგები.
„ფლეშ რადიოს“ მფლობელების თქმით, 30-დმე ანარქისტი შეიჭრა სტუდიაში და ეთერში გადასცა ლოზუნგები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ორგანიზაცია „რევოლლუციურ ბრძოლას“.
ამ ჯგუფმა 2007 წელს ათენში, ამერიკის საელჩოში ყუმბარა შეაგდო. რადიოსადგური, რომლის შენობასაც პოლიციამ შემოარტყა ალყა, თავის მაუწყებლობას განაგრძობდა ანარქისტების მიერ მათი სტუდიის დაკავების მიუხედავად.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



