საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ში გამართულ პირველ პრაიმერში
მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი , რესპუბლიკელი მიტ რომნი ლიდერობს, იუწყება ინტერპრესნიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
შიდაპარტიული არჩევნები, რომლის საფუძველზეც "რესპუბლიკელები" პრეზიდენტობის საკუთარ კანდიდატს გამოავლენენ, შტატ ნიუ ჰემპშირში გუშინ ჩატარდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მეორე ადგილზეა კონგრესმენი რონ პოლი. ყოფილი სენატორი რიკ სანტორი, რომელმაც აიოვას შტატში მეორე ადგილი აიღო, ნიუ პემპირში ჩატარებულ პრაიმერში მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა.
შუალედური არჩევნების შემდეგი რაუნდი 21 იანვარს სამხრეთ კაროლინაში და 31 იანვარს ფლორიდაში გაიმართება. 7 თებერვალს პრაიმერი მინესოტაში, 28 თებერვალს – არიზონაში, შემდეგ კი მიჩიგანში ჩატარდება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო კამპანია გასულ კვირას დაიწყო. ამომრჩეველთან პირველი შეხვედრა, შტატ აიოვაში გაიმართა. "რესპუბლიკელებიდან" აღნიშნულ შტატში გამარჯვებულად მიტ რომნი გამოცხადდა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 6 ნოემბერსაა დაგეგმილი.
Related Stories