აშშ-ის არმიის გარშემო სკანდალი აგორდა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც მედიანიუსი იუწყება, "ბი-ბი-სის"ცნობით, ამერიკელ საზღვაო ქვეითთა მეთაურობას "თალიბანის" მებრძოლების ცხედრების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ . საუბარია ვიდეოჩანაწერზე, რომელიც სამხედროების მიერ ცხედრებისადმი ამორალურ მოპყრობას ასახავს.
ვინ გადაიღო შეურაცხყოფის ამსახველი კადრები, ჯერჯერობით უცნობია. აშშ-ის არმიაში აცხადებენ, რომ ამგვარი ქმედება მათ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
"ვიდეოზე ასახული ქმედება ეწინააღმდეგება ჩვენს ძირითად პრინციპებს და არ შეიძლება, ეს კადრები ჩვენი ქვეითების მორალის გაკიცხვის საბაბი გახდეს. ამ საკითხზე დაწვრილებითი გამოძიება უნდა ჩატარდეს", - ნათქვამია აშშ-ის არმიის განცხადებაში.
პენტაგონი ამგვარი ვიდეოს გამოჩენით შეშფოთებულია. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კიბრის განცხადებით, ამგვარი უხეში ქმედება, ვისაც არ უნდა ჩაედინა ის, მიუღებელია.
ავღანეთში 20 ათასამდე ამერიკელი საზღვაო ქვეითია დისლოცირებული. ისინი, ძირითადად, ყანდაღარისა და ჰელმანდის პროვინციებში საქმიანობენ. ჯამში, ავღანეთში, 90 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მსახურობს.
Related Stories