| „ვიკილიკსის“ ინფორმატორს სამხედრო ტრიბუნალი ელის |
|
13/01/2012 11:47 (131 დღე 20:48 minutes ago) | ||||||||||||
![]() აშშ-ის სამხედრო ტრიბუნალის რეკომენდაციით, დაზვერვის ანალიტიკოსი, რომელიც ეჭვმიტანილია „ვიკილიკსისათვის“ გასაიდუმლოებული ინფორმაციის მიწოდებაში, - შესაძლოა წარსდგეს სამხედრო-საველე სასამართლოს წინაშე.
ბრედლი მანინგი 2010 წლის მაისში დააკავეს ბრალდებით, რომ კავშირი ჰქონდა აშშ-ის მთავრობის ათასობით საიდუმლო დოკუმენტის გაჟონვაში, რომელიც სკანდალურმა ვებსაიტმა გამოაქვეყნა.
24 წლის მანინგს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ციხე ელოდება. დაცვის მხარე აცხადებს, რომ სამხედრო უწყებას არასოდეს გაუგზავნია მანინგი ერაყში ანდა მიუცია მისთვის კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე დაშვების ნება.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|




