ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი იმ ამერიკელი ჯარისკაცების დასჯას
ითხოვს, რომლებმაც ავღანეთში მოკლულ თალიბებს შეურაცხყოფა მიაყენეს . ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის
შესახებ მსოფლიო მედია იუწყება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
კარზაი აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, საზღვაო ქვეითი ძალების ოთხი სამხედროს მიმართ მკაცრი ზომები მიიღოს.
"ეს საქციელი ძალიან, ძალიან ცუდად აისახება კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების მცდელობაზე", - განაცხადა, თავის მხრივ, ავღანეთის მშვიდობის უმაღლესი საბჭოს მთავარმა მომლაპარაკებელმა არსული რახმანმა.
მისივე თქმით, ამერიკელების მხრიდან ასეთი მოქცევის შემდეგ თალიბები ადვილად შეძლებენ ახალგაზრდა ავღანელების გადაბირებას.
მოძრაობა "თალიბანმა" ასევე მკაცრად დაგმო გავრცელებული ვიდეორგოლი, რომელშიც ამერიკელი სამხედროების მიერ თალიბების ცხედრების შეურაცხყოფაა ასახული. "ამ საქციელს ადამიანურს ვერ დაარქმევ, ეს ველურობაა", - აცხადებენ თალიბები.
გუშინ გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელზეც ასახულია ოთხი ამერიკელი სამხედროს მიერ სამი თალიბის ცხედრებისადმი ამორალური მოპყრობა.
Related Stories