ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

”ალ-ქაიდა” გააქტიურდა

ავტორი ნეტგაზეთი

16/01/2012 16:46 (128 დღე 15:58 minutes ago)

ტერორისტული ორგანიზაცია ”ალ-ქაიდა” იემენში ყოველდღიურად ძლიერდება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

გუშინ, ქალაქ რადას აღების შემდეგ, ტერორისტებმა შტურმი ადგილობრივ ციხეზე მიიტანეს , საიდანაც 250-მდე პატიმარი გამოუშვეს. შტურმისას ორი სამართალდამცავი დაიღუპა.

იემენში არეულობის პარალელურად, გაიზარდა უხო ქვეყნის მოქალაქეთა გატაცების ფაქტები. რამდენიმე საათის წინ, შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც სავარაუდოდ, ”ალ-ქაიდას” ტერორისტები არიან, გაიტაცეს ნორვეგიის მოქალაქე, რომელიც იემენში გაეროს წარმომადგენლობაში მუშაობდა. მისი კოლეგები გატაცებულის გასათავისუფლებლად მუშაობენ, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ.

იემენის დედაქალაქიდან 170 კილომეტრში მდებარე ქალაქი რადა, არ არის პირველი ქალაქი, რომელიც ტეროირტებმა ჩაიგდეს ხელში. უკვე რვა თვეა, ”ალ-ქაიდა” მართავს ქვეყნის სამხრეთ რეგიონში არსებულ ქალაქ ზინჯიბარს.

იემენში არეულობა 2011 წლის თებერვალში დაიწყო. ანტისახელისუფლებო გამოსვლებს მოჰყვა დაპირისპირება ქვეყნის სამხედრო ძალებთან. იმენის პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ბრძანებით, არმიამ ცეცხლი არაერთხელ გაუხსნა მშვიდობიან მანიფესტანტებს.

პოლიტიკური დაძაბულობისა და პროტესტის ძლიერი ტალღის შედეგად, იემენის პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი 2011 წლის ნოემბერში თანამდებობიდან იმ პირობით გადადგა, რომ მას და მის გარემოცვას არ გაასამართლებდნენ. იემენის მართვა კოალიციურმა მთავრობამ დაიწყო, თუმცა, ამას სიტუაციის სტაბილიზაცია არ მოჰყოლია. ხალხი ამჯერად ყოფილი პრეზიდენტისა და მიის გარემოცვის გასამართლებას ითხოვს.

სამოქალაქო არეულობის შედეგად, იემენში გააქტიურდა ტერორისტული ორგანიზაცია ”ალ-ქაიდა.” შექმნილი მდგომარეობას ამერიკული სპეცსამსახურები საშიშად აფასებენ.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"

23/05/2012 15:59 (16:45 minutes ago)

vladimir-putin_copy.jpg

ამერიკული გამოცემა "Front Page Magazine"-ის აზრით, რუსეთი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ს დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება.

დაწვრილებით...
ფინანსები
ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

23/05/2012 13:55 (18:49 minutes ago)

auditi.jpg

აუდიტორული კომპანიების ნაწილი ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group