საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

კაჩინსკის თვითმფრინავის კაბინაში გენერალი ანჯეი ბლასიკი არ ყოფილა

17/01/2012 17:05 (127 დღე 15:43 minutes ago)

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავში, პილოტების კაბინაში მითითებებს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალი ანჯეი ბლასიკი არ გასცემდა, იუწყება ინტერპრესნიუსი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

"ბი-ბი-სი"-ს ცნობით, პოლონეთის სამხედრო პროკურატურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბლასიკი ეჭვმიტანილი იყო პილოტებზე ზეწოლაში, თუმცა ჩანაწერში მისი ხმა არ ისმის.


ამგვარი დასკვნა პროკურატურამ მას შემდეგ გააკეთა, რაც საუბრის ჩანაწერები ექსპერტებმა კიდევ ერთხელ შეისწავლეს. ამასთან, ვარშავა არ აკონკრეტებს, ვისია ხმა, რომელიც ამ დრომდე გენერალ ბლასიკის ეგონათ.


გასული წლის ზაფხულში, რუსეთში განთავსებულმა საერთაშორისო საავიაციო კომიტეტმა, რომელიც ავია კატასტროფის მიზეზებს იძიებდა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ტუ-154"-ის ჩამოვარდნის მომენტში კაბინაში მყოფი გენერალი ბლასიკი პილოტებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა.


პოლონეთის პროკურატურის ცნობით, ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება იმისა, რომ გენერალი პილოტების კაბინაში იმყოფებოდა, არ არსებობს.


"სამწუხაროდ, შეუძლებელია იმის თქმა, რა გახდა კატასტროფის ზუსტი მიზეზი",- განაცხადა სამხედრო პროკურატურის წარმომადგენელმა.


პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავმა კატასტროფა სმოლენსკთან, 2010 წლის 10 აპრილს განიცადა. ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, პრეზიდენტი კაჩინსკი, მისი მეუღლე და პოლონეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"

23/05/2012 15:59 (16:49 minutes ago)

vladimir-putin_copy.jpg

ამერიკული გამოცემა "Front Page Magazine"-ის აზრით, რუსეთი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ს დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება.

დაწვრილებით...
ფინანსები
ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

23/05/2012 13:55 (18:53 minutes ago)

auditi.jpg

აუდიტორული კომპანიების ნაწილი ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group