
ხვალ, 18 იანვარს, ონლაინ ენციკლოპედია ”ვიკპედიის” ინგლისურენოვანი ვერსია პროტესტის ნიშნად 24 საათით გაითიშება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
”ვიკიპედია” აპროტესტებს ”ინტერნეტ–მეკობრეობის შეწყვეტის აქტს(SOPA),” რომლის კენჭისყრასაც აშშ-ის სენატი უახლოეს მომავალში აპირებს.
”ინტერნეტ–მეკობრეობის შეწყვეტის აქტის”(SOPA) აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში წარდგენას მსოფლიო მასშტაბით განხილვები მოჰყვა, რომელიც ამჟამადაც გრძელდება. კანონპროექტის ავტორია რესპუბლიკელი სენატორი ტექსასიდან ლამარ სმიტი. SOPA -ს განხილვა აშშ-ს სენატის წარმომადგენელთა პალატაში 15 იანვარს დაიწყეს. პარალელურად, ასევე, განიხილება კანონპროექტი, რომელსაც “IP დაცვის აქტი(PIPA)” ჰქვია და რომელიც SOPA -ს მსგავსად კრიტიკის ობიექტი გახდა.
”ინტერნეტ–მეკობრეობის შეწყვეტის აქტის (SOPA)” არსი იმაში მდგომარეობს, რომ კანონად ქცევის შემთხვევაში, ყველა ამერიკული ინტერნეტ– პროვაიდერი ვალდებული იქნება, საკუთარ მომხმარებელს შეუზღუდოს წვდომა ყველა იმ ინტენრეტ– რესურსზე, რომელიც არალიცენზირებულ, მეკობრულ პროდუქციას ავრცლებს და რომლის საქმიანობაც არღვევს აშშ-ის კანონს საავტორო უფლებებთან დაკავშირებით.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა ამერიკულ კომპანიას აეკრძალება ”მეკობრულ საიტებზე” რეკლამის განთავსება, საძიებო სისტემებმა კი მსგავსი ვებგვერდების ბმულები ძიების შედეგებში არ უნდა გამოაჩინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ”ინტერნეტ–მეკობრეებთან” თანამშრომლობაში დაადანაშაულებენ და აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად გაასამართლებენ.
”ინტერნეტ–მეკობრეობის შეწყვეტის აქტს (SOPA)” აქტიურად ლობირებს ჰოლივუდი. ამერიკული პრესა კანონპროექტის ავტორ სენატორს, ლამარ სმიტს, ”ჰოლივუდის საყვარელ რესპუბლიკელსაც” კი უწოდებს. ინტერნეტგამოცემა CNET წერს, რომ ლამარ სმიტის 2012 წლის საარჩევნო კამპანის ძირითადი დამფინასებლები სწორედ აშშ-ის კინო და სამუსიკო ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან, თავად სენატორს კი ხშირად ხედავენ ჰოლივუდურ წვეულებებსა და მიღებებზე.
კანონპროექტის მხარდამჭერებს შორისააა მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებებთან ერთად ფლობს სამაუწყებლო კომპანია ”ფოქსსა” და კინოკომპანია “20th Century Fox.”
აშშ-ის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ნიუ იორკ თაიმსის ვებგვერდზე საავტორო წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ”თაღლითი(მეკობრული) ვებგევრდები” ამერიკული ინოვაციური და კრეატიული პროდუქციის მოპარვის შედეგად იზიდავენ 53 მილიარდ ვიზიტს წელიწადში და საფრთხეს უქმნიან 19 მილიონ სამუშაო ადგილს აშშ-ში.
ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში კომპანიებმა– Google, Facebook, Twitter, Zynga, eBay, Mozilla, Yahoo, AOL, და LinkedIn-მა აშშ-ს სენატსა და წარმომადგენელთა პალატას მიმართეს წერილით, რომელშიც წერია, რომ ”ინტერნეტ– მეკობრეობის შეწყვეტის აქტი”(SOPA) სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც აშშ-ის კიბერუსაფრთხოებას, ისე ინოვაციების, სიახლეებისა და სამუშაო ადგილების შექმნას ინტერნეტინდუსტრიაში.
იმის გამო, რომ აშშ-ის სავაჭრო პალატა მხარს უჭერს ”ინტერნეტ– მეკობრეობის შეწყვეტის აქტს”(SOPA), კომპანია YAHOO-მ აღნიშნული პალატა დატოვა.
რესპუბლიკელი სენატორის მიერ შემუშავებული კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა პრეზიდნტ ობამა ს ადმინისტრაცია.
”ჩვენ მხარს არ დავუჭერთ კანონს, რომელიც შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, გაზრდის კიბერუსაფრთოხების რისკს და რომელიც ძირს გამოუთხრის ინოვაციურ, დინამიურ ინტერნეტსივრცეს”, - აღნიშნული განცხადება ტექნოლოგიურ საკითხებში ბარაკ ობამა ს მრჩეველებმა გააკეთეს. მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტ– მეკობრეობა სერიოზულ პრობლემას უქმნის აშშ-ის ეკონომიკას და საჭიროა გადამჭრელი, საკანონმდებლო ზომების მიღება, ეს არ უნდა მოხდეს გამოხატვის თავისუფლებისა და ბიზნესი ს შევიწროვების ხარჯზე.
netgazeti.ge
Related Stories