ივანიშვილი მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებში დაუპირისპირდეს


Thursday, May 24, 2012
News Making Money

აშშ–ს პრეზიდენტობის კანდიდატის სკანდალური განცხადება თურქეთზე

18/01/2012 15:13 (126 დღე 17:42 minutes ago)

აშშ–ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი, ტეხასის გუბერნატორი რიკ პერი ეჭვით უყურებს  ნატოში თურქეთის წევრობას და აღნიშნავს, რომ თურქეთი ისლამი ტერორისტების მიერ იმართება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

აღნიშნულის შესახებ პერიმ სამხრეთ კაროლინაში წინასაარჩევნო საპრეზიდენტო დებატების დროს განაცხადა. დებატები ტელეკომპანია “ფოქს ნიუსით” გადაიცემოდა.

“ცხადია, როდესაც ქვეყანა იმართება ისლამი ტერორისტების მიერ, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ მოქმედებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, მაშინ, დიახ არა მარტო იმაზე უნდა დავიწყოთ საუბარი, თურქეთი იყოს ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსის წევრი, არამედ დროა აშშ–მ ყველანაირი დახმარება შეუჩეროს თურქეთს,” – აღნიშნა პერიმ Fox News-ის დებატებზე.

რესპუბლიკელი კანდიდატის აღნიშნულ განცხადებას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და პერის ბრალდებებს სრულიად უსაფუძვლო და შეუსაბამო უწოდა.

“იმ პირებს, რომელთაც აშშ–ს პრეზიდენტობა სურთ მოეთხოვებათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რადგანაც აშშ–ს პრეზიდენტობა მოითხოვს გლობალური საკითხების სიღრმისეულ ცოდნას და სიფრთხილეს განცხადებების გაკეთებისას. . . როდესაც თურქეთი ნატოს წევრი გახდა, მაშინ ბატონი გუბერნატორი მხოლოდ 2 წლის იქნებოდა. .  აშშ–მ დრო არ უნდა დაკარგოს ისეთ კანდიდატებზე, რომლებმაც არ იციან ქვეყნის მოკავშირეების ფასი” – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადებაში.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"

23/05/2012 15:59 (16:56 minutes ago)

vladimir-putin_copy.jpg

ამერიკული გამოცემა "Front Page Magazine"-ის აზრით, რუსეთი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ს დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება.

დაწვრილებით...
ფინანსები
ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

23/05/2012 13:55 (19:00 minutes ago)

auditi.jpg

აუდიტორული კომპანიების ნაწილი ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group