პაკისტანში თალიბებმა " ამერიკის ხმის " ჟურნალისტი მუკარამა ხანა ატიფა მოკლეს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც ინტერპრესნიუსი იუწყება, უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჟურნალისტი მეჩეთში, საღამოს ლოცვის დროს ჩაცხრილეს.
პოლიციის ინფორმაციით კი, ჟურნალისტის მკვლელობა მის პროფესიულ საქმიანობასთანაა დაკავშირებული.
მუკარამა ხანა ატიფა " ამერიკის ხმის თვის" რეპორტაჟებს პაკისტანის "ცხელი წერტილებიდან" ამზადებდა.
ჟურნალისტის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ბანდფორმირება "პაკისტანურმა თალიბანმა" აიღო, რომლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტი არაერთხელ გააფრთხილეს, მათი საწინააღმდეგო ინფორმაციები არ გაეშუქებინა.
გასულ წელს პაკისტანში მასმედიის 11 წარმომადგენელი მოკლეს.
Related Stories