„მობი ფეიმ“ საქართველოს ბაზარი დატოვა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

"ვიკიპედიას” პროტესტის პირველი შედეგი

ავტორი ნეტგაზეთი

20/01/2012 11:56 (124 დღე 21:04 minutes ago)

wikipedia-imposes-24-hour-shutdown-.jpg

”ვიკიპედიას” მიერ ონლაინ ენციკლოპედიის ინგლისურენოვანი კონტენტის პროტესტის ნიშნად 24 საათით გათიშვამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო - რვა ამერიკელმა კანონმდებელმა უარი განაცხადა, მხარი დაუჭიროს ”ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა(PIPA)” და “ონლაინ მეკობრეობის შეწყვეტის აქტს SOPA.” ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

როგორც ტელეარხი იუწყება, ”ვიკიპედიას” 24-საათიანი პროტეტსი დასრულდა, თუმცა ბრძოლა არასასურველი კანონპროექტების წინააღმდეგ გრძელდება.

”ვიკიპედიას” ცნობით, პროტესტის განმავლობაში ენციკლპედია მოინახულა 162 მილიონმა ვიზიტორმა, ხოლო ენციკლოპედიის ხელმძღვანელობის მითითება შეასრულა 9 მილიონმა ადამიანმა. ”ვიკიპედიამ” გუშინ, 18 იანვარს, აქციის დაწყების პარალელურად, ამერიკელ ვიზიტორებს მოუწოდა, დაერეკათ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში მათ მიერ არჩეული პირებისთვის და მოეთხოვათ სადავო კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარის თქმა.

უფასო ონლაინ ენციკლოპედიის ამ ქმედებას კანონპროექტის მხარდამჭერებმა ”უპასუხისმგებლო” უწოდეს.

”ვიკიპედიას” გარდა ამერიკელ მომხმარებლებს ”ტვიტერით” მიმართა ფეისბუქის დამფუძნებელმა და სთხოვა, მათაც დაერეკათ არჩეული კანონმდებლისთვის და მოეთხოვათ PIPA-სა და SOPA-ს მხარდაჭერაზე უარის თქმა.

მარკ ცუკერბერგის თქმით, ”ფეისბუქი” ეწინააღმდეგება წარმოდგენილ კანონპროექტებს და ყოველთვის გაუწევს წინააღმდეგობას იმ კანონპროექტებს, რომლებიც დაემუქრება ინტერენტის თავისუფლებას.

PIPA-სა და SOPA-ს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში Google-ც არის ჩართული. კომპანიის მიერ შექმნილ ონლაინ პეტიციას, BBC-ის ცნობით, ხელი უკვე მოაწერა 4.5 მილიონმა ადამიანმა.


სადავო კანონპროექტების განხილვა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაწყებულია. ინიციატორების მთავარი მიზანი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ინტერნეტ– მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლაა. კანონპროექტს ლობირებენ აშშ-ის სავაჭრო პალატა, ასევე აშშ-ის კინოსა და სამუსიკო ინდუსტრიის გიგანტები.

 

netgazeti.ge 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"

23/05/2012 15:59 (17:01 minutes ago)

vladimir-putin_copy.jpg

ამერიკული გამოცემა "Front Page Magazine"-ის აზრით, რუსეთი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ს დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება.

დაწვრილებით...
ფინანსები
ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

23/05/2012 13:55 (19:06 minutes ago)

auditi.jpg

აუდიტორული კომპანიების ნაწილი ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group