აშშ-ში, სამხრეთ კაროლინას შტატში, დღეს პრაიმერი გაიმართება, იუწყება ინტერპრესნიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
"როიტერის" ცნობით, სოციოლოგები გამარჯვებას "რესპუბლიკელ" კანდიდატს, მასაჩუსეტსის შტატის ყოფილ გუბერნატორ მიტ რომნის უწინასწარმეტყველებენ.
10 იანვარს, ნიუ-ჰემპშირის შტატში გამარჯვების მოპოვების შემდეგ მიტ რომნიმ მისი კანდიდატურის მხარდაჭერისკენ სამხრეთ კაროლინას მცხოვრებლებსაც მოუწოდა, რათა, მისი თქმით, "2012 წელი ბარაქ ობამა ს ეპოქის დასასრული იყოს".
სამხრეთ კაროლინას შემდეგ პრაიმერი ფლორიდის შტატში, 31 იანვარს გაიმართება. მიმდინარე წლის აგვისტოში კი "რესპუბლიკელების ეროვნული კონვენცია" შეიკრიბება და მოქმედი პრეზიდენტის, ბარაქ ობამა ს მეტოქეს აირჩევს.
მიტ რომნი აშშ-ის პრეზიდენტობაზე პრეტენზიას უკვე მეორედ აცხადებს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 6 ნოემბერს გაიმართება.
Related Stories