
რადიო კომერსნტის ცნობით, მსოფლიო ს №1 ბიზნეს-ჟურნალმა Forbes–მა გამოაქვეყნა ბრენდების სია, რომლებიც ადამიანს ბიზნესი ს დაწყებაში ეხმარება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
გამოცემის მონაცემების მიხედვით, პირველი ადგილი სოციალურმა მედიამ და ახალმა ტექნოლოგიებმა დაიკავა.
ექსპერტების განცხადებით, ადამიანთა 80%-ზე მეტმა ამა თუ იმ ახალი პროდუქტის შესახებ სწორედ სოციალური მედიის საშუალებით შეიტყო. დამწყები ბიზნესმენების უმრავლესობა თავიანთი პროდუქტების რეკლამირებას სწორედ სოციალური ქსელებს მეშვეობით ახორციელებენ და მოგებასაც მისი დახმარებით ნახულობენ.
ბიზნესი ს დაწყებაში #2 საშუალებად „ფორბსმა“ ამერიკული კორპორაცია Apple–ი დაასახელა. ,,მეწარმებისთვის Apple–ის პროდუქტი ნამდვილი სტიმულია, რაც არ უნდა იყოს, ის სტივ ჯობსის შექმნილია და ამით მცირე მეწარმეებს ბიზნესი ს დაწყებისთვის გენიალური სტიმული ექნებათ,” – ნათქვამია „ფორბსის“ პუბლიკაციაში.
მესამე ადგილი „მაიკროსოფტმა“ დაიკავა. „ფორბსის“ ცნობით, თუ ამ კომპანიის პროდუქტს ბიზნესმენი არ გამოიყენებს, მისი მცდელობა ბიზნესში უშედეგო და არაფრის მომცემი იქნება.
მეოთხე ადგილზე დასახელდა საძიებო სისტემა Google–ი, რომელიც ნებისმიერ ბიზნესმენს ეხმარება სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტასა და გარკვევაში.
შემდეგი ბრენდი, რომელიც დამწყებ ბიზნესმენს ბიზნესი ს დაწყებასა და საქმიან ურთიერთობებში ეხმარება, არის Yahoo.com.
„შექმენი შენი პროფილი, დაანახე საზოგადოებას შენი ინტერესები, ჩაერთე დისკუსიაში... ამით ხალხი უკეთ გაგიცნობს, დახმარებას კი,, Linked in აღმოგიჩენს,“ – ნათქვამია „ფორბსის“ სტატიაში. მომდევნო ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
7) Facebook
8)Twitter
9)Constant contact
10) WorldPress.org
Related Stories