ივანიშვილი: უმცირესობებთან დაკავშირებული ექსცესები ხელისუფლებიდანაა ინსპირირებული


Thursday, May 24, 2012
News Making Money

პრაიმერებზე ახალი გამარჯვებულია

23/01/2012 10:13 (121 დღე 22:54 minutes ago)

ყოფილი კონგრესმენი ნიუტ გინგრიჩი სამხრეთ კაროლინაში გამართულ პრაიმერებს შთამბეჭდავად იგებს და ისედაც უამრავი კითხვით სავსე საპრეზიდენტო არჩევნებს, კიდევ უფრო არაპროგნოზირებადს ხდის.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მას შემდეგ, რაც შაბათს სამხრეთ კაროლინაში ჩატარებულ პრაიმერებზე მეტოქეები დიდი უპირატესობით დაამარცხა, გამარჯვებულმა პრეტენდენტმა მოზეიმე მხარდამჭერებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„ჩვენი სურვილია რესპუბლიკური საარჩევნო კამპანიის ნაცვლად ამერიკული კამპანია ვაწარმოოთ“.

სადღესასწაულოდ განწყობილმა გინგრიჩმა მთავარი მეტოქეების - მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორის მიტ რომნის და პენსილვანიის სენატორის რიკ სანტორუმის- კრიტიკისგან ამჯერად თავი შეიკავა. გამარჯვებულმა რესპუბლიკელმა  მთელი ორატორული ოსტატობა პრეზიდენტ ობამა ს წინააღმდეგ მიმართა. ამით გინგრიჩი ცდილობდა ელექტორატისთვის ეჩვენებინა, რომ პარტიის ნომინაცია მას გარანტირებული აქვს და ახლა უკვე მთავარ მეტოქესთან, პრეზიდენტ ბარაკ ობამა სთან საბრძოლველად ემზადება.

„ მზად ვართ ვიკამათოთ იმის თაობაზე, რომ ამერიკის უნიკალურობა, ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ამერიკული კონსტიტუცია, ამერიკელ ფედერალისტთა დოკუმენტები და ამერიკელი დამფუძნებელი მამები ჩვენთვის იმ მთავარ წყაროებს შეადგენენ, რომელიც ამერიკის არსს და ღირსებას განსაზღვრავენ. ის კი ამ გაგებას საულ ალინსკის, რადიკალური მემარცხენეების და იმ ხალხის იდეებზე ამყარებს, რომელთაც კლასიკური ამერიკის მცნება არ მოსწონთ“.

-აცხადებს კანდიდატი და პრეზიდენტ ბარაკ ობამა ს გულისხმობს. ნიუტ გინგრიჩს  დიდი იმედი აქვს, რომ სამხრეთ კაროლინას მაგალითს დანარჩენი შტატებიც მიმართავენ და ის რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო ნომინაციას მოიპოვებს.

სამხრეთ კაროლინას შტატის პრაიმერი მიტ რომნისთვის დიდი იმედგაცრუება იყო. გამარჯვების შემთხვევაში მას ნომინანტობა პრაქტიკულად გარანტირებული ექნებოდა. თუმცა, მეორე ადგილი რომნის ისევ ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ტოვებს. ექსპერტების აზრით მას კონსერვატორთა ხმების მოსაპოვებლად მეტი მუშაობა მართებს, რადგან ზომიერ რესპუბლიკელთა ხმის უმრავლესობა მიტ რომნის პრაქტიკულად გარანტირებული აქვს.

სამხრეთ კაროლინაში დამარცხების შემდეგ მან მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა:

 

„კონკურენცია ჩვენ არ გვთრგუნავს. პირიქით, ის ჩვენზე მუშაობს, რადგან გვაიძულებს კამპანია კიდევ უფრო სრულვყოთ და გავაძლიეროთ. ეკონომიკური თავისუფლების იდეების ხანაში ჩვენ ძალიან ძლიერი თავდაცვა გვჭირდება და მე ამ საქმეს უნდა მივხედო“.

პენსილვანიის შტატის ყოფილი სენატორი, ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი, რიკ სანტორუმიც არ კარგავს იმედს. ის სამხრეთ კაროლინას პრაიმერზე მესამე ადგილზე გავიდა და აცხადებს, რომ ვალდებულია ბოლომდე იბრძოლოს, რადგან ის ოთხ დარჩენილ კანდიდატს შორის ერთადერთი კონსერვატორია.

„ამ ქვეყნის სიდიადეს ის ადამიანები განსაზღვრავენ, რომელთათვისაც ამერიკა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომლებიც ამ არჩევნების ბედს წყვეტენ და ვისთვისაც ეროვნული უსაფრთხოება და კონსერვატიული პრინციპები ყველაზე მთავარია. გთხოვთ შემოუერთდეთ არჩევნებს. ეს მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა“ .

ნომინაციისთვის ბრძოლას აგრძელებს რესპუბლიკელთა მეოთხე კანდიდატი, ყოფილი ექიმი და კონგრესმენი, რონ პოლიც. ის კვლავ სამხედრო კამპანიების შეწყვეტის და უცხოური პროგრამების დაფინანსების შემცირებაზე საუბრობს და ელექტორატს პირდება, რომ დაზოგილი თანხა მისი არჩევის შემთხვევაში საშინაო საკითხების უკეთ მოგვარებას მოხმარდება.

პოლიტოლოგი მეთიუ დოდი „ეი-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ სამხრეთ კაროლინას პრაიმერში ნიუტ გინგრიჩის გამარჯვებამ სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალა:

„ნიუტს კარგად ესმის, რომ ფლორიდაში და დანარჩენ შტატებში მას ჯერ კიდევ რამდენიმე მძიმე ბრძოლა ელის. მაგრამ სამხრეთ კაროლინაში მიტ რომნის დამარცხებით გინგრიჩმა ყველას დაუმტკიცა, რომ  რომნის თავზე გამარჯვებულის გვირგვინის მორგება ნაადრევია და საპრეზიდენტო მარათონი მონაწილეთათვის ჯერ კიდევ ღიაა“.

ახლა ყოველი მომდევნო პრაიმერი იმაზე მეტ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე მას ტრადიციულად გააჩნდა. შემდეგი პრაიმერი 31 იანვარს ფლორიდის შტატში გაიმართება.

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"

23/05/2012 15:59 (17:08 minutes ago)

vladimir-putin_copy.jpg

ამერიკული გამოცემა "Front Page Magazine"-ის აზრით, რუსეთი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ს დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება.

დაწვრილებით...
ფინანსები
ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

23/05/2012 13:55 (19:12 minutes ago)

auditi.jpg

აუდიტორული კომპანიების ნაწილი ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group