საატესტატო გამოცდები გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ანდერს ფოგ რასმუსენი – ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია არ იგეგმება

23/01/2012 11:05 (121 დღე 22:07 minutes ago)

anders-fogh-rasmussen.jpg

ნატო ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას არ გეგმავს, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

როგორც ინტერპრესნიუსი იუწყება, დასავლური მედიის ცნობით, რასმუსენმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ორმუზის სრუტის გავლით ენერგომატარებლების გადაადგილება გაგრძელდეს, რადგან ის უმსხვილესი საზღვაო არტერიაა.


"ირანის ხელისუფლება ვალდებულია, მოიქცეს ისე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები იქცევიან – საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ნატო ინტერვენციას არ გეგმავს", - განაცხადა რასმუსენმა.
ირანი ორმუზის სრუტის გადაკეტვით იმუქრება, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი მას ნავთობზე ემბარგოს დაუწესებს. ეს საკითხი, შესაძლოა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე დამტკიცდეს, რომელიც დღეს გაიმართება. სანქციები ძალაში რამდენიმე თვის შემდეგ შევა, მაგრამ, არაუგვიანეს 1-ელი ივლისისა. ეს ვადა საჭიროა იმისთვის, რომ იმპორტიორმა ქვეყნებმა ნავთობის სარეზერვო მარაგის შევსება შეძლონ.


ამასთან, ორმუზის სრუტის შესაძლო ბლოკირებასთან დაკავშირებით ბარაქ ობამა ოფიციალურ თეირანს პირდაპირ მოლაპარაკებებს სთავაზობს. ირანული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უმაღლეს ლიდერს საიდუმლო წერილი უკვე გაუგზავნა. თუმცა თეთრი სახლი აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"

23/05/2012 15:59 (17:13 minutes ago)

vladimir-putin_copy.jpg

ამერიკული გამოცემა "Front Page Magazine"-ის აზრით, რუსეთი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ს დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება.

დაწვრილებით...
ფინანსები
ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

23/05/2012 13:55 (19:17 minutes ago)

auditi.jpg

აუდიტორული კომპანიების ნაწილი ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group