
დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის
წინააღმდეგ სანქციების გატარების გადაწყვეტილებას მიიღებენ, იუწყება მედიანიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
,,ბი-ბი-სის” ცნობით, სწორედ დღეს გახდება ცნობილი, თუ როგორ მოხდება ირანული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი აკრძალვა.
ევროკავშირის გადაწყვეტილებამ ირანული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ, შესაძლოა, ირანულ ეკონომიკას სერიოზულ ზიანი მიაყენოს.
ევროკავშირის ქვეყნებზე ირანული ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი მოდის.
ევროკომისიის კომისრის ქეთრინ ეშტონის განცხადებით, მიუხედავად სანქციების გატარებისა, ისინი დიპლომატიურ გზებს ღიად ტოვებენ.
მისი თქმით, ამ დრომდე არ მიუღიათ პასუხი მათ წინადადებაზე, რომელიც მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყებას გულისხმობს.
ირანული ნავთობის დიდი ნაწილის ექსპორტი აზიის ქვეყნებში ხდება.
ევროკავშირი და აშშ აზიის ქვეყნებთან შეთანხმებას ცდილობს, რათა მათაც აკრძალონ ირანიდან ნავთობის ექსპორტი.
არსებული ინფორმაციით, ევროკავშირი აკრძალავს ახალი სანავთობო კონტრაქტების გაფორმებას ირანთან, ივლისიდან კი ნავთობის იმპორტიც აიკრძალება.
ირანული მხარე საპასუხოდ ორმუზის სრუტის ჩაკეტვით იმუქრება.
ევროკავშირის მიერ ირანის მისამართით სანქციების დაწესება, ირანის ბირთვულმა პროგრამამ გამოიწვია. თუმცა თეირანი ირწმუნება, რომ მათი ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის საწარმოებლად არ გამოიყენება.
Related Stories