| საბერძნეთს დეფოლტი ემუქრება |
|
24/01/2012 10:20 (120 დღე 22:54 minutes ago) | ||||||||||||
![]() ევროზონის ფინანსთა მინისტრების თავკაცის ჟან კლოდ ჯანკერის განცხადებით, საბერძნეთის მთავრობის ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი 4% -ზე ნაკლებს უნდა შეადგენდეს.
როგორც ბატონი ჯანკერი აღნიშნავს, საბერძნეთის ეკონომიკური რეფორმა ჩიხშია შესული და ამიტომაც საბერძნეთის ხელისუფლებამ კერძო ინვესტორებთან სულ რამდენიმე დღეში უნა მიაღწიოს შეთანხმებას.
თუ პრობლემა მარტის თვემდე არ გადაწყდება, საბერძნეთს დეფოლტი ემუქრება. საბერძნეთმა ძველი ობლიგაციების ახლებით შეცვლის წინადადებით გამოვიდა, რომლის საფასური 50 %-ით ნაკლები იქნება. თავის მხრივ კი ინვესტორები საპროცენტო განაკვეთის არაუმეტეს 3,5 % -ის გადახდაზე თანხმებიან.
სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|




