| ჩინეთის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა ტიბეტელ დემონსტრანტებს |
|
24/01/2012 11:35 (120 დღე 21:45 minutes ago) | ||||||||||||
|
ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სეჩუანის პროვინციაში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა ტიბეტელ დემონსტრანტებს. დაღუპულია სულ ცოტა ერთი ადამიანი.
დემონსტრანტები მეტ რეგლიგიურ თავისუფლებასა და კორუფციის აღმოფხვრას მოითხოვდნენ. ტიბეტელთა ემიგრანტული ორგანიზაციების ინფორმაციით, მოკლულია 3 დემონსტრანტი. რადიო თავისუფალი აზიის ცნობით, პოლიციამ 6 ადამიანი მოკლა.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ერთი ადამიანის დაღუპვას ადასტურებს და იუწყება 5 პოლიციელის დაჭრის შესახებ. ამასთან, არ ავრცელებს ცნობას დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნაზე.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



