შვედეთის სტატისტიკასთან თანამშრომლობის პროექტის შუალედური შეფასება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

დიპლომატიური სკანდალი თურქეთ-საფრანგეთს შორის

ავტორი ნეტგაზეთი

24/01/2012 17:04 (120 დღე 16:20 minutes ago)

turkey-slams-france-over-genocide-bill.jpg

თურქეთის ხელისუფლება მოუწოდებს პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის, ხელი არ მოაწეროს საფრანგეთის პარლამენტის სენატის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც სომეხთა გენოციდის აღიარებას კრძალავს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთი საფრანგეთიდან ელჩის გაწვევას და საფრანგეთთან ურთიერთობების შეწყვეტას აპირებს.

საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ 127 ხმით 86-ის წინააღმდეგ 23 იანვარს მიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში აიკრძალა სომხების გენოციდის უარყოფა. კანონდამღრვევი ერთლიანი პატიმრობითა და ჯარიმის - 45 ათასი ევროს გადახდით დაისჯება.

გასული წლის 22 დეკემბერს აღნიშნული კანონპროექტი საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამაც დაამტკიცა.

ფაქტს უკვე მოჰყვა უარყოფითი რეაქციები თურქეთის მხრიდან. ისინი საფრანგეთის შესაბამის საპასუხო ქმედებას ჰპირდებიან. BBC-ის ცნობით, საფრანგეთში თურქეთის ელჩმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონის მიღების გამო ის საფრანგეთის დატოვებას აპირებს.

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა სადულა ერგინმა დაგმო საფრანგეთში მიღებული კანონი და განაცხადა, რომ საფრანგეთის ენატმა ”დიდი უკანონობა” ჩაიდინა, რითაც გამომჟღავნდა პატივისცემის ნაკლებობა თურქეთის მიმათ.

ელჩის გაწვევის გარდა, თურქეთი საფრანგეთს ფრანგი ბიზნესმენებისთვის სპეციალური ბარიერების შექმნითაც დაემუქა. საფრანგეთში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლის თქმით, საფრანგეთის სტრატეგიულ პარტნიორს დაკარგავს. პარალელურად, პარიზის ქუჩებში კანონის წინაღმდეგ თურქეთის დროშებით ხელში ასობით დემონსტრანტი გამოვიდა.

თურქეთის ხელისუფლების მოსაზრებით, ის რაც სომხებს შეემთხვათ გასული საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში, ისტორიკოსების განხილვის თემად უნდა დარჩეს, ხოლო საფრანგეთი ახალმიღებული კანონით სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს.

თურქეთისგან განსხვავებით, საფრანგეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით გაიხარეს სომხეთში და მას ”ისტორიული” უწოდეს.

თითქმის ასი წელია, სომხეთი მსოფლიო ს სხვადასხვა სახელმწიფოებისგან მოითხოვს 1915-16 წლებში ოსმალეთის იმპერიაში(ახლანდელი თურქეთი) მხოვრები სომხების გენოციდი,რ ა დროსაც 1.5 სომეხი მოკლეს, 1 მილიონზე მეტი კი ლტოლვილად იქცა.

 

netgazeti.ge 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"

23/05/2012 15:59 (17:25 minutes ago)

vladimir-putin_copy.jpg

ამერიკული გამოცემა "Front Page Magazine"-ის აზრით, რუსეთი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ს დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება.

დაწვრილებით...
ფინანსები
ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

23/05/2012 13:55 (19:29 minutes ago)

auditi.jpg

აუდიტორული კომპანიების ნაწილი ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group