| ობამა მდიდარი ამერიკელებისათვის გადასახადების გაზრდის მომხრეა |
|
25/01/2012 14:11 (119 დღე 19:16 minutes ago) | ||||||||||||
|
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გუშინ ყოველწლიური სიტყვით გამოვიდა ”ქვეყნის მდგომარეობის შესახებ”.
მან ამერიკაში არსებულ ეკონომიკურ უთანასწორობაზე ილაპარაკა და ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების გზები დასახა. თავის სიტყვაში ობამა მ წინადადება წამოაყენა იმ ამერიკელებისათვის გადასახადების გაზრდის შესახებ, რომელთა შემოსავალიც წელიწადში მილიონ დოლარს აჭარბებს.
საერთაშორისო პოლიტიკა ზე ლაპარაკისას ობამა მ აღნიშნა, რომ ამერიკა მზადაა ნებისმიერი გზებით აღკვეთოს ირანის მცდელობა ბირთვული იარაღის შემუშავების შესახებ. მან აღნიშნა, რომ შესაძლებელია ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრა, თუ თეირანი შეიცვლის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



