საატესტატო გამოცდები გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ჟულიან ასანჟი მუშაობას რუსულ ტელეარხზე იწყებს

ავტორი ნეტგაზეთი

25/01/2012 16:00 (119 დღე 17:27 minutes ago)

julian-assange.png

”ვიკილიქსის” დამფუძნებელი ჟულიან ასანჟი უახლოეს მომავალში რუსულ ტელეარხ ”Russia Today-ის” წამყვანი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ტელეარხის ცნობით, ”Russia Today-ის” ხელმძღვანელმა, მარგარიტა სიმონიანმა ”ტვიტერზე” მოკლე შეტყობინება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ჟულიან ასანჟი სწორედ ის ავტორია, რომელზეც ის ადრეც საუბრობდა.

”ალბათ, ასე ნერვიულად არც ერთი შოუს დაწყებას არ დავლოდებივარ,”- წერს  ”Russia Today-ის” ხელმძღვანელი.

პროექტის ფარგლებში ჟულიან ასანჟი ათ გადაცემას - ინტერვიუს, მოამზადებს, რომელთა ხანგრძლივობა 26 წუთი იქნება. BBC-ის ინფორმაციით, ჟულიან ასანჟის რესპონდენტები იქნებიან ის პოლიტიკოსები და რევოლუციონერები,  რომლებიც, გადაცემის ავტორის აზრით, იმ დროისთვის აქტუალურები იქნებიან.

”Russia Today-ის” ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი სიამაყით აღნიშნავს, რომ ჟულიან ასანჟის შოუ პირველად სწორედ მის არხზე გავა. მის დასათანხმებლად მარგარიტა სიმონიანი პირადად ჩავიდა ლონდონში.

BBC-ის ცნობით, ტელეარხ ”Russia Today-ს” რუსეთის ხელისუფლება აფინასებს და მსოფლიო მასშტაბით მაუწყებლობს  ინგლისურ, არაბულ და ესპანურ ენებზე, როგორც საკაბელო ქსელით, ისე –სატელიტით.

ახალი შოუს წამყვანი ჟულიან ასანჟი, გაუსვლელობის ხელწერილით,  დიდ ბრიტანეთში შინაპატიმრობაში იმყოფება. მის ექსტრადირებას ითხოვს შვედეთი, სადაც ასანჟს სექსუალური ძალადობის გამო გასამართლება ელოდება. ბრიტანეთის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ექსტრადირების შესახებ  ასანჟმა ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა და პასუხს ელოდება.

რაც შეეხება ”ვიკილიქსს,” რომელიც ცნობილი გახდა აშშ-ის საიდუმლო დიპლომატიური მიმოწერის გამოქვეყნებით, ამჟამად არ მუშაობს. ”ვიკილიქსმა” საიდუმლო მასალების გამოქვეყნების შეჩერება ფინანსური რესურსის უქონლობით ახსნა. ცნობილი ფაქტია, რომ საერთაშორისო ბანკებმა და გადახდის სისტემებმა ორგანიზაციასთან საქმიან ურთიერთობაზე უარი განაცხადეს და მისი ყველა ანგარიში დახურეს.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"

23/05/2012 15:59 (17:28 minutes ago)

vladimir-putin_copy.jpg

ამერიკული გამოცემა "Front Page Magazine"-ის აზრით, რუსეთი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ს დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება.

დაწვრილებით...
ფინანსები
ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

23/05/2012 13:55 (19:32 minutes ago)

auditi.jpg

აუდიტორული კომპანიების ნაწილი ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group