"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ბარაკ ობამა: "ამერიკა დაბრუნდა!"

26/01/2012 10:32 (118 დღე 23:00 minutes ago)

barack-obama-speech.jpg

"ქვეყნის მდგომარეობის შესახებ" თავის ყოველწლიურ მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამა მ, გამოთქვა ინიციატივა მილიონერებისათვის გადასახადების გაზრდისა და უოლ სტრიტისათვის სადავეების მოჭერის შესახებ. მან ასევე ხაზი გაუსვა მიღწევებს საგარეო პოლიტიკა ში გასული წლის განმავლობაში და განაცხადა: "ამერიკა დაბრუნდა!"

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მისი ეს სიტყვა ექსპერტების მიერ განიხილება, როგორც ერთგვარი ინდიკატორი, თუ როგორ წარმართავს ობამა საარჩევნო კამპანიას. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერში ჩატარდება. ობამა ს საარჩევნო კამპანიის ძირითად თემად გამოჩნდა მოწოდება მეტი ეკონომიკური სამართლიანობისაკენ.

კონგრესის წინაშე გამოსვლისას, ობამა მ მილიონობით მაყურებელს მიმართა და განაცხადა, რომ "ჩვენი დროის განმსაზღვრავი საკითხი" არის ის, ხელმისაწვდომია თუ არა ყველასთვის "საბაზისო ამერიკული პირობა" - შესაძლებელია თუ არა მომუშავე ამერიკელისათვის, არჩინოს ოჯახი, ფლობდეს სახლს, განათლება მისცეს შვილებს და გადაინახოს ფული პენსიისათვის.

ობამა მ თქვა: "ჩვენ შეგვიძლია დავყაბულდეთ ქვეყანას, სადაც ხალხის სულ მცირე რიცხვია შეძლებული მაშინ, როდესაც ამერიკელების უმეტესობა ძლივს ირჩენს თავს. ან შეგვიძლია ავაღორძინოთ ეკონომიკა, სადაც ყველას ეძლევა შანსი, ყველას შეაქვს თავისი წვლილი და ყველა ერთი წესით მოქმედებს."

ამერიკის პრეზიდენტმა ერთსაათიან სიტყვაში 34-ჯერ ახსენა სიტყვა გადასახადები და 32-ჯერ - სამუშაო ადგილები. ამით მან ხაზი გაუსვა, რომ მისი წლევანდელი საარჩევნო კამპანია ამ ორ საკითხს დაეფუძნება.

საგარეო პოლიტიკა ზე ლაპარაკისას, ობამა მ თქვა, რომ "ამერიკა დაბრუნდა", როგორც ძლიერი მოთამაშე მსოფლიო ასპარეზზე. პრეზიდენტმა თქვა, რომ მათ, ვინც ამერიკის გავლენის შემცირებაზე საუბრობს, "არ იცის, რაზე ლაპარაკობს”.

ობამა საგარეო მიღწევებს არ ჩაღრმავებია. მან ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები გამოყო და თქვა, პირველად, ცხრა წლის განმავლობაში ერაყში არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ იბრძვისო.

"პირველად, ორი ათწლეულის განმავლობაში, ოსამა ბინ ლადენი ამერიკისათვის საფრთხე აღარ არის. ალ-ყაიდის მეთაურები დამარცხებული არიან, თალიბანის წინსვლა შეჩერებულია და ჯარისკაცებმა ავღანეთიდან დაბრუნება დაიწყეს", - თქვა ბარაკ ობამა მ.
"თუ ირანი შეიცვლის კურსს და შეასრულებს ვალდებულებებს, მას შეეძლება დაუბრუნდეს საერთაშორისო თანამეგობრობას..."


ირანზე ლაპარაკისას, ობამა მ განაცხადა, რომ გაერთიანებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებული "უმკაცრესი სანქციები" გაგრძელდება, ვიდრე თეირანი არ დაამტკიცებს, რომ არ აპირებს ბირთვული იარაღის შემუშავებას. მან გაიმეორა მანამდე მიცემული პირობა. რომ ამერიკა "ყველანაირი მოქმედების შესაძლებლობას განიხილავს", რაც ერთგვარი ევფემიზმია სამხედრო ჩარევის მზარდი შესაძლებლობისა, თუმცა მან ასევე თქვა, რომ შესაძლებელია კრიზისის მშვიდობიანი მოგვარება. "თუ ირანი შეიცვლის კურსს და შეასრულებს ვალდებულებებს, მას შეეძლება დაუბრუნდეს საერთაშორისო თანამეგობრობას" - თქვა მან.

რაც შეეხება საშინაო პოლიტიკა ს, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკელების უდიდესი ნაწილი უკმაყოფილოა პრეზიდენტის მიერ ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით გადადგმული ნაბიჯებით. სიტყვით გამოსვლისას, ობამა ს არ აუღია პასუხისმგებლობა ამერიკის ეკონომიკის არასაკმარისი გაჯანსაღებისა და უმუშევრობის მაღალი დონის მაჩვენებლებისთვის, რომლებიც, შესაძლოა, მისთვის მთავარი წინაღობა გახდეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

ობამა მ დაიცვა სამწლიანი მმართველობის დროს მიღებული გადაწყვეტილებები და ქვეყნის პრობლემებში ბრალი დასდო ბანკებს და, მისი თქმით, "რეალობას დაშორებულ კონგრესს". ობამა მ ამერიკელებს შესთავაზა ძირეული ცვლილებები საგადასახადო სისტემაში და ახალი წესები ამერიკის უძრავი ქონების კრიზისის დასაძლევად.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიულად მკვეთრად გაყოფილმა კონგრესმა ობამა ს ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადებების ცხოვრებაში გატარება დაიწყოს, მაგრამ თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ ობამა შეძლებს საფინანსო სისტემით იმედგაცრუებული ამომრჩევლების გული მოიგოს.

"ვაშინგტონმა უნდა შეწყვიტოს მილიონერების სუბსიდირება", - განაცხადა ობამა მ და კონგრესს შესთავაზა 30-პროცენტიანი გადასახადი ამერიკელებისათვის, რომლებიც წელიწადში მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებენ.

დემოკრატები დიდი ხანია, აკრიტიკებენ რესპუბლიკელებს კონგრესში საგადასახადო შეღავათებისათვის, რომლებიც მდიდრებს ანიჭებს უპირატესობას. რესპუბლიკელები გადასახადების გაზრდას გადაჭრით ეწინააღმდეგებიან. მათი აზრით, ეს ხელს შეუშლის ეკონომიკის გაჯანსაღებას.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"

23/05/2012 15:59 (17:33 minutes ago)

vladimir-putin_copy.jpg

ამერიკული გამოცემა "Front Page Magazine"-ის აზრით, რუსეთი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ს დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება.

დაწვრილებით...
ფინანსები
ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

23/05/2012 13:55 (19:37 minutes ago)

auditi.jpg

აუდიტორული კომპანიების ნაწილი ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group