საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ვირტუალურ რუსეთში მეტი დემოკრატიაა

27/01/2012 10:28 (117 დღე 23:05 minutes ago)

რუსეთში საპროტესტო მოძრაობა თანდათან იზრდება და იმდენად უკეთ ორგანიზებული ხდება, რომ ბევრს პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში ეს შოკში აგდებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ინტერნეტმა არამხოლოდ ადამიანებს შორის ყოფითი ურთიერთობის სახე შეცვალა, არამედ მედია-საშუალებების, ფონდების მოზიდვის, საპროტესტო აქციების ორგანიზების და მათი კოორდინირების მეთოდოლოგიაში სრული გადატრიალება მოახდინა.

პრემიერ პუტინს არჩევნებისთვის თადარიგი, რა თქმა უნდა, ინტერნეტზეც უჭირავს. კამპანიის ვებ-გვერდზე ნახავთ პუტინს თხილამურზე, პუტინს ციგურებზე, პუტინს ძიუდოს, თუ ჰოკეისტის ფორმაში.

თუმცა, ინტერნეტზევე ბევრად უფრო პოპულარული საიტებიცაა, თუნდაც ისეთი, როგორიცა საშა ბარონ კოჰენის ახალი კომედიის რეკლამაა - სახელწოდებით „დიქტატორი“. მასში რუსეთის პრემიერის კარიკატურული გამოსახულება ოლიმპიურ გარბენს იგებს, ოღონდ იმით, რომ მეტოქეებს იარაღიდან ესვრის. ან კიდევ ერთი ვიდეოკლიპი, რომელიც ცნობილი კინოფილმის „ტიტანიკის“ იმიტაციაა. გემის ქიმზე პუტინი და მედვედევი ჩახუტებულები რუსულ პოლიტიკა ს დამანგრეველი აისბერგისკენ მიაქანებენ.

„იუ-თუბზე“ ახლახან ახალი პოპულარული ვიდეოკლიპი გამოჩნდა „ნაშ დურდომ“, რომელშიც ფსიქიატრები თეთრ ხალათებში ცეკვავენ, პაციენტები კი მისამღერში მღერიან: „ჩვენი კლინიკა პუტინს აძლევს ხმას“. მას შემდეგ, რაც კლიპის მნახველთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა, სიმღერამ რუსეთში „იუ-თუბზე“ ყველაზე პოპულარული ვიდეოს პრიზი მოიპოვა.

ახალ, ვირტუალურ რუსეთში უამრავი ასეთი ვიდეოკლიპია, რომლებიც ახალგაზრდა რუსი თაობის მენტალიტეტის ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს. რუსეთში ინტერნეტზე ახლა უკვე 50 მილიონი მომხმარებელია და მათი რიცხვი ყოველთვიურად განუზომლად იზრდება. რუსი ინტერნეტის მომხმარებელი სახელმწიფოს მიერ მკაცრად კონტროლირებადი ტელევიზიიდან თანდათან შედარებით უფრო თავისუფალ ინტერნეტ მედიაზე ერთვება.

სემ გრინი, პოლიტოლოგი, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს, აცხადებს, რომ ვირტუალური რუსული მედია იმდენად გაძლიერდა, რომ მალე სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებები იძულებულნი გახდებიან ან მაუწყებლობის სტილი შეცვალონ, ან სრულებით დაიხურონ.

“ისინი იძულებულნი გახდნენ 24 დეკემბრის პუტინი ს საწინააღმდეგო აქციაც კი  გაეშუქებინათ. ამის მსგავსი ადრე რუსულ ტელევიზიაში არაფერი მომხდარა. ინფორმაცია ინტერნეტზე მაინც გავიდოდა, ამიტომ ოფიციალურ მედიას სხვა გზა აღარ რჩებოდა. ამბობენ, რომ მიტინგზე მაშინ 120 ათასი ადამიანი მივიდა და პუტინი ს ტელევიზიაც კუთხეში გამომწყვდეული აღმოჩნდა“ - აღნიშნავს ექსპერტი.

ვირტუალურ რუსეთში პუტინი ს მხარდამჭერებიც სასწრაფოდ ამოქმედდნენ დაინტერაქტიული გვერდი გახსნეს, თუმცა ოპონენტებმა სისწრაფეში მათ მაინც მოუგეს. ანდრეი ანტონენკომ ინტერაქტივში პრემიერს მისწერა: „გთხოვთ დატოვოთ პოლიტიკა . როგორც ჩანს ძალაუფლება თქვენზე ნარკოტიკივით მოქმედებს“. მსგავსი კომენტარები მაშინათვე ყველაზე დიდ რეიტინგს აღწევდა. შემდეგ კი პუტინი ს ვებ-გვერდის ოპერატორები მათ ეკრანიდან შლიდნენ. თუმცა, არც ეს შველოდათ. ვებ-გვერდის ფოტოასლები ინტერნეტზე სწრაფადვე გავრცელდა.

პოლიტოლოგი სემ გრინი მოსკოვში ახალი მედიის პროგრამასაც განაგებს. მისი თქმით რუსეთის ხელისუფლება ინტერნეტზე მსგავსი მოვლენების განვითარებისთვის წესით მზად უნდა ყოფილიყო. მაგრამ ასეთ რამეს მაინც არ ელოდა.

კურიოზია, მაგრამ პუტინი ს კამპანიის ვებ-გვერდზე მისი პარტია „ერთიანი რუსეთი“ არსად არის ნახსენები. ექსპერტები თვლიან, რომ ესეც ინტერნეტის დამსახურებაა. ცნობილმა ოპოზიციონერმა, რუსმა ბლოგერმა, ალექსეი ნავალნიმ პარტიის ისეთი დისკრედიტაცია მოახდინა, რომ თავად პუტინი ც კი სარეკლამოდ მას თავს არიდებს. „ერთიანი რუსეთი - თაღლითების და ქურდების პარტია“ ასე უწოდა ბლოგერმა ნავალნიმ მმართველ პარტიას და ეს ფრაზა მაშინათვე ფრთიან გამოთქმად იქცა.

სანამ რუსეთის მთავრობა ვირტუალური ომითაა დაკავებული და მის მოგებას ცდილობს, ოპოზიციონრებმა უკვე ფონდების მოზიდვა დაიწყეს. ალექსეი კოზლოვმა 5 ათასი მხარდამჭერისგან 130 ათასი დოლარი სულ ოთხ დღეში მოაგროვა. ის ამბობს, რომ „იანდექს მანის“ (Yandex Money) გადახდის სისტემა 500 დოლარზე მეტის გადარიცხვის უფლებას არ იძლევა. ასე რომ რომ ვერავინ იტყვის, რომ ერთი ან ორი ოლიგარქი მართავს ოპოზიციას.

“იანდექსის“ ლიმიტებმა კარგი საქმე გააკეთა. ის უცხოეთიდან გადმორიცხვებსაც კრძალავს. ვერც იმას დაგვაბრალებენ, რომ პოლიტიკური მოძრაობა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ან რომელიმე სხვა ქვეყნიდან იმართება“ - ამბობს ის.

ამ ყველაფერთან ერთად ოპოზიცია „ფეისბუქს“ და სხვა სოციალური მედიის სახეებსაც აქტიურად იყენებს.

4 თებერვალს მოსკოვში გრანდიოზული ანტი-სამთავრობო მსვლელობა იგეგმება. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მონაწილეთა რაოდენობა სულ ცოტა 100 ათასს მიაღწევს. მოსკოვის ქუჩებში კი არც პოლიტიკური პლაკატებია და არც პროკლამაციები ვრცელდება. ისინი ახლა უკვე ექსკლუზიურად ინტერნეტ-გვერდებზეა განთავსებული.

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"

23/05/2012 15:59 (17:34 minutes ago)

vladimir-putin_copy.jpg

ამერიკული გამოცემა "Front Page Magazine"-ის აზრით, რუსეთი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ს დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება.

დაწვრილებით...
ფინანსები
ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

23/05/2012 13:55 (19:38 minutes ago)

auditi.jpg

აუდიტორული კომპანიების ნაწილი ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group