
ნატო-ს გენერალურმა მდივნმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 2011 წელს ალიანსის მიღწევები და გამოწვევები შეაჯამა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ინტერპრესნიუსის ცნობით, ანგარიში აღნიშნულ თანამდებობაზე რასმუსენის არჩევის შემდეგ პირველია. დოკუმენტი ნატო-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.
ალიანსის ქმედებების შეფასება ოთხ სფეროზეა ფოკუსირებული: ნატო-ს ოპერაციები, უასფრთხოების ახალი გამოწვევები, ნატო-ს მოდერნიზაცია და ალიანსის მზარდი პარტნიორობა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ნატო-ს ოპერაციები სამ კონტინენტზე მიმდინარეობდა. ავღანეთში 2011 წელი მეტი სტაბილურობით ხასიათდება, თუმცა ეს ქვეყანა ამ დრომდე რჩება ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვან ვალდებულებად. 2011 წელი ასევე აღინიშნა იმით, რომ ნატო-ს ძალები 7 თვის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ ლიბიაში, თავდასხმებისგან სამოქალაქო პირების დასაცავად. ერაყში 8 წლიანი ოპერაციის შემდეგ ნატო-ს მიერ ადგილობრივი ძალების სწავლების მისია დასრულდა.
რასმუსენის ანგარიშში მიმოხილულია კიბერშეტევების, რიგი ქვეყნების მიერ ბალისტიკური რაკეტების შეძენის და ტერორიზმის წინააღმდეგ ნატო-ს მიერ გატარებული ზომები. ეს პრობლემები იმ გამოწვევებს შორისაა, რომლებიც პირდაპირაა მიმართული ნატო-ს წევრის ქვეყნების 900 მილიონამდე მოქალაქის წინააღმდეგ.
"2011 წელი ასევე აღინიშნა ცვლილებებით ნატო-ს პარტნიორულ ურთიერთობებში. კონსულტაციები და თანამშრომლობა გასცდა ტრადიციულ ფორმატებს", - აღნიშნულია ანგარიშში.
მაგალითისთვის დასახელებულია ლიბიაში ნატო-ს ოპერაცია, რომლის დროსაც გადაწყვეტილებებს ალიანსი გაერო-სთან და არაბული ქვეყნების ლიგასთან ერთად იღებდა.
Related Stories