| ეგვიპტეში უცხოურ არასამთავრობოებს გადაადგილება აუკრძალეს |
|
27/01/2012 13:33 (118 დღე 01:32 minutes ago) | ||||||||||||
|
ეგვიპტის ხელისუფლებამ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილებაზე აკრძალვა დააწესა სულ ცოტა 10 ამერიკელისა და ევროპელისათვის, რომლებიც ეგვიპტეში მოქმედ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ.
აკრძალვა, სხვათა შორის, შეეხება აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრის რეი ლაჰუდის შვილ სემს, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ეგვიპტის ფილიალის დირექტორია.
დეკემბერში ეგვიპტის უშიშროების ძალებმა უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების 17 ოფისში ჩაატარეს რეიდი, საიდანაც ამოიღეს კომპიუტერები და დოკუმენტაცია.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



