ლაინერ "კოსტა კონკორდიას" თითოეული მგზავრი ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის სახით 11 ათას ევროს მიიღებს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ უცხოური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, მგზავრებისთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ გადაწყვეტილება "კოსტა კონკორდიას" მფლობელ კომპანია "AშთOI"-სა და იტალიის მომხმარებელთა ფედერაციას შორის მიღწეული შეთანხმებით გადაწყდა.
ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია მგზავრებს მორალური და დაკარგული პირადი ნივთების გამო მიეცემათ.
რაც შეეხება დაღუპულ მგზავრებს, მათ ახლობლებს კომპენსაცია სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით მიეცემათ,რომლის ოდენობა 11 ათას ევროზე მეტი იქნება.
"კოსტა კონკორდია" 14 იანვარს როსკანაში, კუნძულ ჯილოსთან მეჩეჩზე შეჯდა; გემზე 4.200 მგზავრი იმყოფებოდა. ამ დრომდე 16 ცხედარია ნაპოვნი 20 მგზავრი კი დაკარგულად ითვლება.
Related Stories