ნინო ბურჯანაძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

This text is replaced by the Flash movie.

Thursday, May 24, 2012
News Making Money

დამასკოში ვითარება მწვავდება

30/01/2012 10:31 (115 დღე 04:41 minutes ago)

მას შემდეგ, რაც სირიის ხელისუფლებამ დედაქალაქში უსაფრთხოების დამატებითი ძალები და მძიმე არტილერია შეიყვანა, ქალაქის გარეუბნებში შეტაკებები დაიწყო.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

სამთავრობო არმიის 2 000-კაციან ქვედანაყოფს  ზურგს ტანკები და სამხედრო მანქანები უმაგრებდნენ.

შეტაკებები დამასკოს სულ ცოტა ოთხ უბანში მოხდა, ქალაქში, რომელიც უდიდესია სახელმწიფოში და სადაც პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის, რეზიდენციაა განთავსებული. შეტევა ძირითადად სუნიტი მუსლიმებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში განხორციელდა, განსაკუთრებული სიძლიერით კი - აღმოსავლეთ გარეუბანში, რომელსაც ხელისუფლება უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე ვეღარ აკონტროლებდა.

უფლებადამცველების განცხადებით კვირის შეტაკებებს 72 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 41 სამოქალაქო პირი იყო. დაღუპული მოსახლეობის უმრავლესობა დამასკოს გარეუბნებში და ცენტრალურ ქალაქებში, ჰომსში და ჰამაში, ცხოვრობდა. მონაცემები დამოუკიდებელი წყაროების საშუალებით არ მოწმდება, ვინაიდან სირია უცხოელი ჟურნალისტების დაშვებას და მათ თავისუფალ მიმოსვლას ძველებურად ზღუდავს.

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
ბაქრაძე: არჩევნებში მონაწილეობა დამოკიდებულია მთლიანად ივანიშვილზე

24/05/2012 11:50 (03:22 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy.jpg

civil.ge -- პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „მთლიანად“ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა ის არჩევნებში მონაწილეობას მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით ყველა პრობლემა მოხსნა.

დაწვრილებით...
ფინანსები
ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

23/05/2012 13:55 (1 დღე 01:17 minutes ago)

auditi.jpg

აუდიტორული კომპანიების ნაწილი ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group