| ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ელის ”სასწაულს” გაეროს ექსპერტებისგან |
|
30/01/2012 11:08 (115 დღე 04:05 minutes ago) | ||||||||||||
|
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აკბარ სალეჰიმ ოპტიმიზმი გამოთქვა ირანში გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ექსპერტების ვიზიტის მიმართ.
ექსპერტთა ჯგუფი ირანში 31 იანვრამდე იმუშავებს და შეეცდება მიიღოს პასუხები კითხვებზე, რომლებიც ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ არსებობს.
ნოემბერში გაეროს ბირთვულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ზოგიერთი ნაწილი მხოლოდ სამხედრო მიზნით შეიძლება იყოს გამოყენებული. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გაეროს ექსპერტებს შეუძლიათ ყველა ბირთვული ობიექტი მოინახულონ და რომ ის არ ელის ”სასწაულს” ამ ვიზიტისგან.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



