
ბელგიის დედაქალაქში დღეს ევროკავშირის სამიტი იხსნება, იუწყება ინტერპრესნიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
"ბი-ბი-სი"-ს ცნობით, ევროპული ქვეყნების ლიდერები ბრიუსელში ევროზონის კრიზისსა და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა, დიდი ბრიტანეთის გარდა, იმედოვნებს, რომ ხელი მოეწერება ახალ საბიუჯეტო შეთანხმებას.
ევროკავშირში უმუშევართა რაოდენობამ 23 მილიონს გადააჭარბა და არსებობს საფრთხე, რომ ბიუჯეტის მასობრივი შემცირება ბიზნესი სა და ახალი პროფესიების განვითარებას საფრთხეს შეუქმნის.
ახალი საბიუჯეტო შეთანხმების მიზანია, საბიუჯეტო პოლიტიკის საკითხებში ევროზონის 17 ქვეყნის მჭიდრო კოორდინაცია.
ახლა მთავარი საკამათო თემაა, რა ფორმით გავრცელდება ახალი შეთანხმება იმ ქვეყნებზე, რომლებიც ევროზონაში არ შედიან.
Related Stories